თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. მედიკოსებმა ნერვიულობის და სტრესის გამო იცრუეს, მაგრამ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი დროულად გაუკტედა. განაცხადა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმისა და ექთნის ადვოკატმა შალვა გოგოლაძემ.
გუშინ საქართველოს პროკურატურამ ახალგაზრდა მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს – კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ექთანს წარუდგინა. საქმეზე ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. პროკურატურის მტკიცებით, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ერთ-ერთი მათგანი არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
ადვოკატი განმარტავს, რომ ექთანს ადრენალინი დროულად გაუკეთდა, თუმცა მედიკამენტი არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვიოლეტა ინასარიძემ, არამედ რეანიმატოლოგმა ბექა ლიპარტელიანმა გაუკეთა.
„ბექა იქ იყო და ბექამ გაუკეთა ადრენალინი. ყველაფერი დროულად გაკეთდა და შედეგზე გავლენა მათ ქმედებებს არ მოუხდენია. ქალბატონი ვიოლეტა ნახევარი საათი, პროტოკოლი როგორც ითვალისწინებდა, იქ იყო. ვიოლეტას ტყუილი მხოლოდ ისაა, რომ თქვა, მე გავაკეთეო, სინამდვილეში მან კი არა, ბექამ გაუკეთა“, - განაცხადა ადვოკატმა შალვა გოგოლაძემ.
მისი თქმით, მეგი ბაქრაძის შეუძლოდ გახდომის შემდეგ კლინიკაში დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, იყო ჩხუბი და აყალმაყალი, რის გამოც ექიმები შეშინებულები იყვნენ. ადვოკატის თქმით, სწორედ ამის გამო იცრუა ინასარიძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ინასარიძემ ეს ყველაფერი განიცადა და გამოძიებას თავად მიმართა, რათა სწორი ჩვენება მიეცა.
ექიმებსა და ექთანს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) აქვთ წარდგენილი.
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე პირი ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ცნობილი სპორტსმენები, ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეები.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის გულისხმობს.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ოფისი დააზიანეს, იუწყება პირევლი არხი.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა – ჩამსხვრეულია ოფისის კარის მინები.
პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს.
„ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მისული და ფაქტს სწავლობენ. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება“, – განაცხადა კირთაძემ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამზე“ ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა.
View this post on Instagram
ჟურნალისტი ამბობს, რომ ორსულობისას რეჟიმზე გააკეთა აქცენტი: საათობრივად იკვებებოდა და ეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ასევე ყოველდღე დადიოდა ფეხით 5 კილომეტრს, უსმენდა კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ელაპარაკებოდა პატარას.
View this post on Instagram
„სრულფასოვნად ვმუშაობდი, ვიღებდი გადაცემებს და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავუშვი ჯგუფი შვებულებაში. არაფერი არ წამიკითხავს, ხანდახან ვუსმენდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და ნეიროქოუჩებს, რათა გამეგო, როგორი მიდგომები და თეორიებია ადრეული აღზრდის მიმართულებით.
მჯეროდა, რომ დანარჩენი თავისით მოვიდოდა, გამოცდილებასთან ერთად“, - ამბობს სოფო.
View this post on Instagram
საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
View this post on Instagram
ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.
View this post on Instagram
სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.