თბილისის სააპელაციო სასამართლო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: განაჩენი გასაჩივრდება

54
(განახლებულია 23:37 08.04.2021)
დაცვის მხარე გაასაჩივრებს განაჩენს ხუთი ბრალდებულის მიმართ, აქედან სამს 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, ორს – 10,5 წლით.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: მსჯავრდებულის მამა შესაძლოა გათავისუფლდეს >>

მსჯავრდებულთა ადვოკატების თქმით, მოსამართლემ განაჩენი ვარაუდებზე და არა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა.

„დაგვიანებით ჩავიბარეთ სასამართლოს 9 მარტს გამოტანილი განაჩენი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არის ყოვლად დაუსაბუთებელი. შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება და ველოდებით. აპელაცია სამართლიანად მიუდგება აღნიშნული საქმის განხილვას და მიიღებს სამართლიან, ობიექტურ გადაწყვეტილებას, რაც იქნება შემდეგი – ეს პირები აუცილებლად გამართლდებიან. სასამართლომ განაჩენი დააფუძნა ვარაუდებზე“, – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი განაჩენები პრაქტიკაში ძალიან იშვიათია და ხუთივე მსჯავრდებულის დაცვის მხარე მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულის მიმართ 9 მარტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათგან სამ სრულწლოვანს – ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს 16–16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კიდევ ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელთაც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის 18 წელი შეუსრულდა, 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს ამნისტია შეეხო >>

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გასული წლის 18 ივნისის შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც დაბადების დღის წვეულებაზე მცხეთაში გაემგზავრა. მისი ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

პროკურატურამ დაადგინა, რომ შაქარაშვილი წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.

შაქარაშვილის მკვლელობას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი მცხეთა–თბილისის ტრასაზე და მცხეთაში აგარაკზე.

54
აქცია

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

17
(განახლებულია 14:12 15.04.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსივე დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე პირი ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ცნობილი სპორტსმენები, ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეები.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს  ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის გულისხმობს.

17
თემები:
კრიმინალი საქართველოში
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

15
(განახლებულია 13:15 15.04.2021)
მსხვილი ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს მმართველი პარტიის მხრიდან  პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ოფისი დააზიანეს, იუწყება პირევლი არხი.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა – ჩამსხვრეულია ოფისის კარის მინები.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს.

„ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მისული და ფაქტს სწავლობენ. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება“, – განაცხადა კირთაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

15
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ბათუმი

ბათუმში სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე ვაკანსიას შესთავაზებენ

0
(განახლებულია 14:46 15.04.2021)
ფორუმის ფარგლებში, სამსახურის მაძიებლებს  საშუალება ექნებათ გაეცნონ და თავად შეარჩიონ აჭარის შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ბათუმში, 16 აპრილს დასაქმების ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში მომუშავე წამყვანი კომპანიების ვაკანსიები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და დისტრიბუცია, მშენებლობა, სასტუმროების, რესტორნების, სათამაშო ბიზნესი, ჯანდაცვა და სხვ. ფორუმი  პიაცას მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება 16:00 საათზე დასრულდება. 

კომპანიების წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს მიაწვდიან ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის, შრომის პირობების, ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. 20–ზე მეტი კომპანია 400–მდე ვაკანსიას წარმოადგენს.
დასაქმების ფორუმის მთავარი მიზანია – დაინტერესებულ პირებს რეგიონში არსებული ვაკანსიების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მიაწოდონ. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა სამუშაოს მაძიებელს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. სააგენტოს ცნობით, პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ.

დასაქმების პირველი სახელმწიფო სამსახური – აჭარის დასაქმების სააგენტო 2011 წელს შეიქმნა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ბათუმში დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა კოვიდ–რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

0