კრიმინალური პოლიცია

დაბა წყნეთში შვილმა მამა ცემით მოკლა

91
(განახლებულია 15:51 08.04.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 6 აპრილს დაბა წყნეთში ოჯახური კონფლიქტის დროს 60 წლის მამას ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ამის შემდეგ ბრალდებულმა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა.

დაშავებული მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მამის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაბა წყნეთში დააკავეს.

საზარელი მკვლელობა გახსნილია: 19 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია მოკლა>>

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა–109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

91
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2129)
აქცია

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

22
(განახლებულია 14:12 15.04.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსივე დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე პირი ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ცნობილი სპორტსმენები, ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეები.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს  ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის გულისხმობს.

22
თემები:
კრიმინალი საქართველოში
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

17
(განახლებულია 13:15 15.04.2021)
მსხვილი ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს მმართველი პარტიის მხრიდან  პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ოფისი დააზიანეს, იუწყება პირევლი არხი.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა – ჩამსხვრეულია ოფისის კარის მინები.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს.

„ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მისული და ფაქტს სწავლობენ. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება“, – განაცხადა კირთაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

17
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2129)
მარიამ სანოგო

მარიამ სანოგოს შვილი გაიზარდა - ნახეთ ვის ჰგავს აფრიკული წარმოშობის მოდელის ვაჟი

0
(განახლებულია 14:33 15.04.2021)
უცხო და მიმზიდველი გარეგნობის მქონე მოდელი მუდამ შეუდარებლად გამოიყურება. მარიამ სანოგო ნებისმიერი გემოვნების ადამიანის ყურადღებას იქცევს. მისი კანის ფერი, თმის სტრუქტურა და განსაკუთრებულად ის, რომ ქართულად გამართულად მეტყველებს გაოცებას იწვევს

მოდელი და ტელესახე მარიამ სანოგო კრეატიული პიროვნებაა. ის განსხვავებული სტილით გამოირჩევა.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და ცდილობს, გამომწერებს ახალი ფოტოები ხშირად შესთავაზოს. მარიამი ბოლო დროს მეუღლესთან და შვილთან - უსაყვარლეს ზუკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უფრო ხშირად აქვეყნებს. ცდილობს, ყველა წესის დაცვით შეხვდეს მეგობრებს და მათ თავისი პოზიტივი გაუნაწილოს.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Sanogo (@msanogo)

 

პატარა ზუკას „მზე ბიჭს“ ეძახიან და ყოველთვის თბილი სიტყვებით ეგებებიან. უცხო და მიმზიდველი გარეგნობის მქონე მოდელი მუდამ შეუდარებლად გამოიყურება. მარიამ სანოგო ნებისმიერი გემოვნების ადამიანის ყურადღებას იქცევს. მისი კანის ფერი, თმის სტრუქტურა და განსაკუთრებულად ის, რომ ქართულად გამართულად მეტყველებს გაოცებას იწვევს.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Sanogo (@msanogo)

ქართულ სამოდელო სივრცეში ეგზოტიკური გარეგნობა უცხო და თვალშისაცემია. მარიამ სანოგო დედით ქართველი, ხოლო მამით აფრიკელია, კერძოდ, ბურკინა-ფასოდან არის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ბევრ სირთულეს აწყდებოდა, თვლის, რომ მამას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გოგონას მეორე ნახევარი მამის მოძებნასა და მათ შორის კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Sanogo (@msanogo)

მარიამის რჩეული ოპერატორი გიორგი ლაშქარაძეა, რომელსაც ქორწინებამდე 3 წელი იცნობდა. წყვილის მეგობრული ურთიერთობა მარიამის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებზე კარგად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წყვილია, ახალბედა მშობლები შავგრემან ვაჟს დამოუკიდებლად ზრდიან.

0
თემები:
ქართველი სელებრითები