აჭარაში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანები
სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
მახინჯაურში ხანძრისას დაღუპული მამაკაცი დაახლოებით 60 წლის იყო. მეზობლების თქმით, ის მარტო ცხოვრობდა.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. მახინჯაურში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

მეზობლები აცხადებენ, რომ დაღუპული მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 60 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ხანძარი მალე ჩააქრეს, მაგრამ მანამდე ცეცხლმა კიდევ რამდენიმე ბინის დაზიანება მაინც მოასწრო.

ყველა ახალი ამბავი
0