ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

© photo: Sputnik / Nika Latariaმეწყერი ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე
მეწყერი ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
ქუთაისი–ალპანა–მამისონის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსახლეობას გადაადგილება ალტერნატიული გზით შეუძლია.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. რაჭაში ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება ონის მუნიციპალიტეტის მერია.

ქუთაისი–ალპანა–მამისონის საავტომობილო გზაზე საგზაო მიმოსვლა ორმხრივად გუშინ ჩაიკეტა. გუშინ, ღამით აღნიშნული საავტომობილო გზის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის მონაკვეთზე დიდი მოცულობის კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ამ დრომდე საგზაო მიმოსვლა ორმხრივად არის შეზღუდული.

ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეჰქმნია, რადგან ცენტრალური მაგისტრალის გახსნამდე მათ გადაადგილება შარდომეთი–ახალი ჩორდი–ზუდალის გავლით შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0