ლილოს დასახლება

აფეთქება ლილოში: რა ბედი ელის კორპუსიდან ევაკუირებულ მობინადრეებს

221
შუახნის ქალმა, აფეთქების შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა გზაში დაიღუპა.

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თბილისის მერიის ლაბორატორიულმა სამსახურმა ლილოს დასახლებაში უკვე შეამოწმა ტერიტორია და პირველადი დასკვნით, კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად საშიში არ არის, განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ.

დღეს ლილოს დასახლებაში, ბინაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, თენგიზ სტურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეოთხე სართულზე ბინაში გაზი აფეთქდა. აფეთქების ტალღამ აივნიდან გადააგდო შუახნის ქალი, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„როცა შესაბამისი სამსახურები დაასრულებენ სამუშაოებს, სავარაუდოდ, საღამოს, შესაძლებლობა გვექნება, ადამიანები დავაბრუნოთ საკუთარ საცხოვრებელ ბინებში“, - განაცხადა სამხარაძემ.

მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის ევაკუირებულია კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად. ამჟამად ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

221
რეზინის შლანგი

ნაპოვნია შლანგის მილსადენი საზღვარზე სპირტის უკანონოდ გადასაქაჩად: ვიდეო

99
მესაზღვრეებმა შლანგის მილსადენი მიწისქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს, რომელიც ერთ-ერთი კერძო სახლიდან საზღვრამდე მიდიოდა

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან საზღვარზე, აღმოაჩინეს პლასტმასის შლანგი, რომლითაც სპირტის უკანონოდ გადაქაჩვა იგეგმებოდა, იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 მმ დიამეტრის შლანგი მიწის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე იყო ჩადებული.

მესაზღვრეების თქმით, მილსადენი, როგორც ყველაფრიდან ჩანს, სპირტის გასატარებლად მზადდებოდა და მანამდე გამოყენებული არ ყოფილა, ვინაიდან შლანგი მშრალი იყო და ამასთან დამახასიათებელი სუნი არ ჰქონდა.

მესაზღვრეებს მილსადენის დემონტაჟისთვის სპეციალური ტექნიკის გამოყენება მოუხდათ. სულ მიწიდან 100 მეტრი შლანგი ამოიღეს, რომელიც მოლდოვის საზღვრიდან ოდესის ოლქის სოფელ როზალევკას ერთ–ერთი კერძო სახლისკენ მიემართებოდა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ღონისძიებები კანონის დამრღვევ პირთა წრის დასადგენად.

99
თემები:
საერთაშორისო პანორამა
პოლიციის ლენტა

გორში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

61
(განახლებულია 11:48 19.04.2021)
სავარაუდო ეჭვმიტანილი მოკლულის თანასოფლელია, მის დასაკავებლად საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი 75 წლის კაცია, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.

მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შურისძიებაა. კერძოდ, გარდაცვლილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეზობლები იყვნენ და დაპირისპირება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ნაკვეთის გამო ჰქონდათ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

61
თემები:
შემთხვევები საქართველოში
გამწვანების აქცია არტოს ბაღში

არტოს ბაღში ხეები დარგეს

0
(განახლებულია 16:40 19.04.2021)
დედაქალაქის ერთ–ერთ უძველეს ბაღში, რომელსაც ცოტა ხნის წინ დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის სახელი ეწოდა, 15 სახეობის ხე დარგეს

თბილისი, 19 პარილი – Sputnik. თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ არტოს ბაღში გამწვანების ერთობლივი აქცია გამართეს, იუწყება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის პრეს–სამსახური.

აქცია დედამიწის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

Акция озеленения в тбилисском саду Арто
photo : press-service of Tbilisi City Hall
გამწვანების აქცია არტოს ბაღში

ისრაელის საელჩოს ინიციატივით, არტოს ბაღში 15 ძირი მცენარე და სამმეტრიანი ხე დაირგა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი.

ბასიალაის განცხადებით, ის მოხარულია, რომ უერთდება ისრაელის საელჩოს ინიციატივას. მისი თქმით, არტოს ბაღს ცოტა ხნის წინ გია ყანჩელის სახელი დაერქვა და მუნიციპალიტეტი ახლო მომავალში ამ პარკის რეაბილიტაციას გეგმავს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ახალი მწვანე ნარგავების გაჩენა და ბევრი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ. მსგავსი ინიციატივები მისასალმებელია კერძო პირების მხრიდან, რათა წახალისდეს და ხელი შეეწყოს გამწვანებას“, – აღნიშნა ბასილაიამ.

გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა ტოგონიძე და მოხალისეთა ჯგუფი.

დედამიწის დღე ყოველ წელს 22 აპრილს აღინიშნება. დღესასწაული 50 ქვეყნის თანაავტორობით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელს 63–ე სესიაზე დააფუძნა. დედამიწის დღე 2010 წლიდან აღინიშნება.

0
თემები:
თბილისი დღეს