საპატრულო პოლიცია

რუსთავის საკრებულოს წევრი დაჭრეს

203
მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. რუსთავის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი მღებრიშვილი რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე საკუთარ ეზოში დაჭრეს, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს  ჭრილობა დანით ფეხის არეში, სავარაუდოდ, მისმა ნაცნობმა მიაყენა. რა გახდა დანაშაულის მიზეზი და მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.

მღებრიშვილს კლინიკა „რუსთავში“ ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

203
სეისმოგრაფი

საქართველოში ღამით მიწისძვრა მოხდა

85
მიწისქვეშა ბიძგები ხობიდან 8 კილომეტრში, 18 კილომეტრის სიღრმეზე, სოფელ გამოღმა ქარიატასთან 00:46 საათზე დაფისირდა. 

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ქალაქ ხობთან 4.5 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები ხობიდან 8 კილომეტრში, 18 კილომეტრის სიღრმეზე, სოფელ გამოღმა ქარიატასთან 00:46 საათზე დაფისირდა. 

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

85
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“

თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი წარედგინა

66
გამოძიება „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას სსკ-ის 144-ე მუხლის მიხედვით ედავება. ბრალდებულს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას მძევლების აყვანის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მეტროს სადგურ „ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე პარასკევს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნიკოლოზ წურწუმია თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა. სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ წურწუმიამ მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა და სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

ნიკოლოზ წურწუმიას გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს. თავდაპირველად გამოძიება იარაღის უკანონო ტარების მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ნიკოლოზ წურწუმიას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, აღნიშნული ბრალდება გამოძიებამ მხედველობაში არ მიიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

66
კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდაში 39 წლის ექთანი დააკავეს

0
(განახლებულია 11:30 18.04.2021)
ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდის მკვიდრი ქალი დააკავა, იუწყება გამოცემა USA Today.

სამართალდამცველებმა 39 წლის ექთანი ნივიან პეტი ფელპსი (Niviane Petit Phelps) ხუთშაბათს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული „შეგნებულად და განზრახ იმუქრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოკვლით და სხეულის დაზიანების მიყენებით“.

საიდუმლო სამსახურის მონაცემებით, ბრალდებულმა მეუღლეს, რომელიც ციხეში პატიმრობას იხდის, რამდენიმე ვიდეო გაუგზავნა, სადაც გამოხატავდა რისხვას 2020 წლის არჩევნების შედეგების გამო, ასევე იარაღის ტარების ნებართვას მოითხოვდა. სასამართლოს ხელთ არსებული დოკუმენტებით, ფელპსმა ჩაწერა ხუთი ვიდეორგოლი, სადაც ჰარისის მოკვლით იმუქრებოდა და კონკრეტულ თარიღს ასახელებდა. აღნიშნულია, რომ ქალის მუქარას ამყარებდა მისი რწმენა, თითქოს ჰარისი „სინამდვილეში შავკანიანი არაა“.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც ფელპსი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ მას დაითხოვენ.

ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

0