სასწრაფო დახმარება

გომისმთის გზაზე ავარიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

57
ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა, მძღოლი, რომელიც ახლომდებარე სოფლის მკვიდრია, ადგილზე გარდაიცვალა. პოლიცია ინციდენტს იძიებს

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. კურორტ გომისმთისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, ინფორმაცია Sputnik-საქართველოს შსს-ში დაუდასტურეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულის მკვიდრია. ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

საშინელი სტატისტიკა: 2020 წელს ავარიებს 450 ადამიანი ემსხვერპლა >>

შსს-მ გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო.

57
რეზინის შლანგი

ნაპოვნია შლანგის მილსადენი საზღვარზე სპირტის უკანონოდ გადასაქაჩად: ვიდეო

89
მესაზღვრეებმა შლანგის მილსადენი მიწისქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს, რომელიც ერთ-ერთი კერძო სახლიდან საზღვრამდე მიდიოდა

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან საზღვარზე, აღმოაჩინეს პლასტმასის შლანგი, რომლითაც სპირტის უკანონოდ გადაქაჩვა იგეგმებოდა, იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 მმ დიამეტრის შლანგი მიწის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე იყო ჩადებული.

მესაზღვრეების თქმით, მილსადენი, როგორც ყველაფრიდან ჩანს, სპირტის გასატარებლად მზადდებოდა და მანამდე გამოყენებული არ ყოფილა, ვინაიდან შლანგი მშრალი იყო და ამასთან დამახასიათებელი სუნი არ ჰქონდა.

მესაზღვრეებს მილსადენის დემონტაჟისთვის სპეციალური ტექნიკის გამოყენება მოუხდათ. სულ მიწიდან 100 მეტრი შლანგი ამოიღეს, რომელიც მოლდოვის საზღვრიდან ოდესის ოლქის სოფელ როზალევკას ერთ–ერთი კერძო სახლისკენ მიემართებოდა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ღონისძიებები კანონის დამრღვევ პირთა წრის დასადგენად.

89
თემები:
საერთაშორისო პანორამა
პოლიციის ლენტა

გორში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

61
(განახლებულია 11:48 19.04.2021)
სავარაუდო ეჭვმიტანილი მოკლულის თანასოფლელია, მის დასაკავებლად საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი 75 წლის კაცია, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.

მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შურისძიებაა. კერძოდ, გარდაცვლილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეზობლები იყვნენ და დაპირისპირება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ნაკვეთის გამო ჰქონდათ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

61
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მიკროფონი

ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ

0
(განახლებულია 15:34 19.04.2021)
ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია  პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ
„საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყებას ჯერ არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს საერთო ოპოზიციური შეთანხმების საკითხია. „გირჩის“ გეგმის შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შევდივართ. თუმცა, ცხადია არ ვღებულობთ მონაწილეობას არც საკანონმდებლო პროცესში, არ ვიღებთ არც ხელფასებს, არც პრემიებს. პარლამენტის შენობიდან უფრო მარტივი გვგონია ქართული ოცნების შეწუხება რომელიმე საკითხზე“, - ამბობს ხვიჩია.

გასულ კვირაში „გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

0