თურქეთში ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Eray Erkylych / გადასვლა მედიაბანკშიპოლიციის ავტომობილები ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე
პოლიციის ავტომობილები ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
დაპირისპირებისა და სროლის კადრები ადგილობრივ მასმედიას თვითმხილველებმა გადასცეს, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. თურქეთის ქალაქ სტამბულში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით.

სისხლიანი გარჩევა სტამბულის ერთ-ერთ უბანში (ბაშაკ-შეჰირი), რესტორნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში შვიდი ადამიანი მონაწილეობდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორი მოქალაქე უკვე გარდაცვლილი დახვდა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0