ხანძარი

კახეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

79
ხანძარს ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი აქრობდა, დამწვარია შენობის დიდი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ახმეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, აცნობეს Sputnik-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ექვსი სახანძრო ეკიპაჟი აქრობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია ორსართულიანი შენობის ძირითადი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

79
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

24
(განახლებულია 11:26 14.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.259 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 95 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.053 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 110 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

24
პოლიცია აკონტროლებს ქალაქის ცენტრს

თბილისში ბარი კოვიდ-შეზღუდვების დარღვევის გამო დალუქეს

32
(განახლებულია 00:04 14.04.2021)
გასული წლის ნოემბრის ბოლოს, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს რესტორნების მუშაობა აკრძალული იყო, ამის შემდეგ შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ბარი „ოთახი“ უკანონო ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმეს და დალუქეს, ნათქვამია შრომის ინსპექციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მასშტაბით ეპიდვითარების გაუარესება შეინიშნება, რასთან დაკავშირებით მონიტორინგის ჯგუფები ობიექტების აქტიურ შემოწმებას ახორციელებენ და მკაცრად ადევნებენ თვალს, თუ როგორც იცავენ მთავრობის #322 დადგენილებას „იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, 1 აპრილს დაჯარიმდა კომპანია „მარგი“, რომელიც ერთსა და იმავე მისამართზე ფუნქციონირებდა. ამის შემდეგ იურიდიულმა პირმა შეიცვალა დასახელება და საქმიანობა „ოცნება-2“-ის სახელით გააგრძელა. ისინი 7 აპრილს დაჯარიმდნენ.

შედეგად 30 ათასი ლარით დაჯარიმდა ერთ მისამართზე რეგისტრირებული და სამართალდარღვევის სქემის მიხედვით მოქმედი სამი იურიდიული პირი. დღეს, შრომის მთავარი ინსპექტორის ბრძანების მიხედვით, ობიექტზე მესამე პირთა შესვლა შეიზღუდა.

იურიდიული პირი შპს „ოცნება-2“-ის მიმართ მთავრობის დადგენილების არაერთგზის დარღვევის გამო შესაბამისი ზომები გატარდება, საქმის მასალები შსს-ს გადაეცა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. რესტორნები და კაფეები უქმე დღეებში მხოლოდ გატანაზე მუშაობენ, ხოლო სამუშაო დღეებში „კომენდანტის საათის“ დადგომამდე, 21:00 საათამდე მუშაობენ.

გარდა ამისა, დაწესებულებების მეპატრონეები ვალდებულები არიან თვალი ადევნონ, რომ ერთ მაგიდასთან არ იჯდეს ექვსზე მეტი ადამიანი, დაიცვან სანიტარული ნორმები და ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების ტესტირება ჩაატარონ.

გასული წლის ნოემბრის ბოლოს, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს რესტორნების მუშაობა მთლიანად აკრძალული იყო, ამის შემდეგ შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, მაგრამ რესტორატორები უკმაყოფილონი არიან.

32
Логотип компании Georgian Water and Power (GWP)

თბილისსა და მცხეთაში GWP-ის სერვის–ცენტრები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან

0
(განახლებულია 14:22 14.04.2021)
კომპანია 15 აპრილიდან სერვის–ცენტრების მუშაობას აჩერებს და აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის თბილისისა და მცხეთის სერვის–ცენტრებში 15 აპრილიდან მოქალაქეების ვიზიტი შეიზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

კომპანიის ცნობით, ქვეყნაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბონენტები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.

მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ცხელი ხაზის (2 931111) მეშვეობითაც.

 

 

0