სასწრაფო დახმარება

ლაგოდეხში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მუშა ემსხვერპლა

104
მამაკაცი საგზაო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც მას დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია ავტომობილის ორი  მგზავრიც

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 36 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

თვითმხილველების ინფორმაციით, Mercedes-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მყოფ მუშას დაეჯახა, რომელიც საგზაო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავარიის შედეგად დაშავდა ავტომობილის ორი მგზავრი, ისინიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

104
რეზინის შლანგი

ნაპოვნია შლანგის მილსადენი საზღვარზე სპირტის უკანონოდ გადასაქაჩად: ვიდეო

81
მესაზღვრეებმა შლანგის მილსადენი მიწისქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს, რომელიც ერთ-ერთი კერძო სახლიდან საზღვრამდე მიდიოდა

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან საზღვარზე, აღმოაჩინეს პლასტმასის შლანგი, რომლითაც სპირტის უკანონოდ გადაქაჩვა იგეგმებოდა, იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 მმ დიამეტრის შლანგი მიწის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე იყო ჩადებული.

მესაზღვრეების თქმით, მილსადენი, როგორც ყველაფრიდან ჩანს, სპირტის გასატარებლად მზადდებოდა და მანამდე გამოყენებული არ ყოფილა, ვინაიდან შლანგი მშრალი იყო და ამასთან დამახასიათებელი სუნი არ ჰქონდა.

მესაზღვრეებს მილსადენის დემონტაჟისთვის სპეციალური ტექნიკის გამოყენება მოუხდათ. სულ მიწიდან 100 მეტრი შლანგი ამოიღეს, რომელიც მოლდოვის საზღვრიდან ოდესის ოლქის სოფელ როზალევკას ერთ–ერთი კერძო სახლისკენ მიემართებოდა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ღონისძიებები კანონის დამრღვევ პირთა წრის დასადგენად.

81
თემები:
საერთაშორისო პანორამა
პოლიციის ლენტა

გორში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

57
(განახლებულია 11:48 19.04.2021)
სავარაუდო ეჭვმიტანილი მოკლულის თანასოფლელია, მის დასაკავებლად საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი 75 წლის კაცია, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.

მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შურისძიებაა. კერძოდ, გარდაცვლილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეზობლები იყვნენ და დაპირისპირება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ნაკვეთის გამო ჰქონდათ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

57
თემები:
შემთხვევები საქართველოში
გელათი

სააგენტო გელათის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0
(განახლებულია 15:11 19.04.2021)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტების შენახვისას გულგრილობაში დაადანაშაულეს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტების მუზეუმში გადატანა დაფინანსების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.

გუშინ რამდენიმე მედია–საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა  სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ისტორიული ობიექტები სათანადო წესით არ შეინახეს. ჟურნალისტების განმარტებით, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს. 

წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და არტეფაქტები დაფიქსირდა.  ეს არის ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების  დროინდელი ქვევრსამარხი, ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა სათანადო წესით ობიექტების კონსერვაცია უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 „პროცესი მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, ამავდროულად, განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმინდა

0
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები