გზის გაწმენდა

ცაგერში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება: შემოვლითი გზის მოწყობა ვერ ხერხდება

86
(განახლებულია 11:35 27.03.2021)
ბოლო დღეებში საქართველოში რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა - მაღალმთიან აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. სტიქიური უბედურებების მიზეზი გადაუღებელი წვიმები გახდა.

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. რაჭა-ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაილაშის თემის სოფელ ღუს მკვიდრი 10 ოჯახი ამ დრომდე ნაწილობრივ გარესამყაროს მოწყვეტილად რჩება, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან კონტაქტი საურმო გზითაა შესაძლებელი.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ვიდრე არ გამოიდარებს, შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზას, სოფელ ლაჯანასთან, სადაც ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება აღდგენილია.

მაგრამ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვა მოქმედებს - ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ხუთი დღის წინ ჩამოწვა. სოფელ ლაჯანასთან ძლიერი წვიმების შედეგად, საავტომობილო გზაზე დიდი მოცულობის მეწყრული მასა ჩამოიშალა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

  • ნაქერალის უღელტეხილი (ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რაჭის ქედზე მდებარეობს.
86
საპატრულო პოლიცია

კახეთში გამოძახებაზე მისულ პოლიციელს ნაჯახი ჩაარტყეს

93
შაბათს პოლიციელებზე თავდასხმის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა - აჭარასა და სვანეთში. ორივე შემთხვევაში დაშავებული თანამშრომლები საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ინფორმაცია Sputnik-საქართველოს შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების მონაცემებით, მომხდარის დეტალები ზუსტდება.

მედიის ინფორმაციით, 40 წლის კამილ ნამაზოვმა დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი დაჭრა.

ნამაზოვების სახლში პოლიცია გამოიძახეს თავდამსხმელის ოჯახის წევრებმა, რომლებიც მის დაპატიმრებას მოითხოვდნენ. მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა.

დაჭრილი პოლიციელი ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. ნამაზოვის დასაკავებლად საჭირო გახდა პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება.

დაკავებულის მშობლები აცხადებენ, რომ დაკავებული ცოტა ხნის წინ მოიხმარდა ნარკოტიკებს და ფსიქიკასთან პრობლემები აქვს.

შაბათს პოლიციელებზე თავდასხმის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა - აჭარასა და სვანეთში. ორივე შემთხვევაში დაშავებული თანამშრომლები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).

93
რიონი

გუმათში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი გადავარდა

113
(განახლებულია 20:06 18.04.2021)
17 წლის ბიჭი, რომელიც რიონში ხიდიდან გადავარდა, „გუმათჰესის“ თანამშრომლებმა გადაარჩინეს. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. გუმათჰესის ხიდიდან რიონში არასრულწლოვანი გადავარდა.

17 წლის ბიჭი მდინარიდან ჰესის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, დღეს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი შეშას აგროვებდა, ხიდზე ჩატეხილი ჯებირის ადგილას სიმძიმემ გადასძლია და ის მდინარეში გადავარდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

113

როგორ მივაჭედოთ შუშის ბოთლი ხეზე - ვიდეო

0
ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ შუშის ბოთლის ხეზე მიჭედება შეუძლებელია, თუმცა ასეთ ადამიანს შეგიძლიათ ნაძლევიც მოუგოთ

თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ვინმეს ეს ტრიუკი ჩაუტაროთ, გახსოვდეთ, შეგიძლიათ ამით გარკვეული თანხაც იშოვოთ. სულ რაღაც მცირედი ეშმაკობაა საჭირო იმისათვის, რომ, ერთი შეხედვით შეუძლებელი, ძალიან მარტივად შეძლოთ.

იმისათვის, რომ გააკვირვოთ გარშემომყოფები, საკმარისია ჩვეულებრივი შუშის ბოთლი და ორი გრძელი ლურსმანი იქონიოთ. კადრებში იხილავთ, როგორ შეიძლება ბოთლის ისე გახვრეტა, რომ არ არ დავამსხვრიოთ და ათასობით ნაწილაკად არ ვაქციოთ. ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს, მთავარია, რამდენჯერმე წაივარჯიშოთ და, რათქმაუნდა, არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოებისათვის სათვალე და ხელთათმანები.

0