უბედური შემთხვევა თბილისში: მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2020 წლის ცხრა თვეში სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მძიმე დაზიანებები 185-მა ადამიანმა მიიღო.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისში მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ, 25 მარტს მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 2020 წლის ცხრა თვეში სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მძიმე დაზიანებები 185-მა ადამიანმა მიიღო.

შრომის უსაფრთხოების სფეროში სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა კანონს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უფრო მაღალი – ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.

 

ყველა ახალი ამბავი
0