სტიქია აჭარაში: რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

© photo: Khelvachauri Municipality / FBსტიქიური უბედურება
სტიქიური უბედურება - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის ცალკეულ რაიონებში გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ხორციელდება.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა და საავტომობილო გზებზე მიწის მასა ჩამოწვა, ნათქვამია აჭარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ცაგერში 10 ოჯახი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი: გეოლოგები ალტერნატიულ გზას ეძებენ

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, მეწყრული პროცესების მოცულობიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეზღუდულია ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა–საციხური–გელაურას, შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი–დარგულასა და ჭვანა–ცივაძეები–ქარცივაძეების, ქედის მუნიციპალიტეტში მერისი–სიხალიძეების საავტომობილო გზებზე.

ადგილობრივები ამჟამად შემოვლითი გზებით სარგებლობენ. უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობა ძირითად მიმართულებებზე დღის ბოლომდე აღდგება.

სტიქიის ზონებში 35 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. მეწყრების შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოში ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა ასევე გუდამაყრის ხეობასა და ცაგერის მუნიციპალიტეტშიც.

ყველა ახალი ამბავი
0