კორონავირუსის PCR–კვლევის დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© Pixabay / 4711018ხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე იმერეთის რეგიონში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დიდი რაოდენობით შეუვსებელი თაბახის ფურცლები.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით პოლიცია შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0