გორში პოლიციელის სასტიკი მკვლელობისთვის თურქეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
თურქეთის მოქალაქემ მძინარე პოლიციელს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2020
გორში პოლიციელი მოკლეს – რა გახდა მკვლელობის მიზეზი

მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თურქეთის მოქალაქემ ქალაქ გორში 2020 წლის 1 ივლისს, მძინარე პოლიციელს შვილების თვალწინ ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დანით მიყენებული დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა, რის შედეგადაც 44 წლის პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა; დამნაშავე კი სამართალდამცველემა იმავე დღეს დააკავეს.

თურქეთის მოქალაქეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) და აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველა ახალი ამბავი
0