სროლა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმართულებით: დაკავებულია ერთი პირი

© AFP 2024 / VANO SHLAMOV"ნაცმოძრაობის" ოფისი
ნაცმოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით გაისროლეს, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
სროლა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმართულებით: შსს-მ გამოძიება დაიწყო

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი კახეთში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 17 მარტს ბრალდებულმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს ავტომობილიდან პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი – პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა” ამოიღო.

უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0