ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 100-ლარიანი კუპიურებია

© photo: Sputnik / Stringer100–ლარიანი კუპიურა
100–ლარიანი კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ ოთხ პირს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება–გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით ჯამში 11.300 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0