საპატრულო პოლიცია

გორში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო 24 წლის მამაკაცი დააკავეს

104
მედიის ინფორმაციით, პოლიციას მიმართა გოგონას დედამ, რომელმაც შვილის ტელეფონში საეჭვო მიმოწერა აღმოაჩინა

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. გორის პოლიციის თანამშრომლებმა 24 წლის მამაკაცი 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს, იუწყება ტელეარხი Formula TV.

ტელეარხის ინფორმაციით, პოლიციას მიმართა გოგონას დედამ, რომელმაც შვილის ტელეფონში საეჭვო მიმოწერა აღმოაჩინა. ამის შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

დანაშაულის მსხვერპლის ასაკიდან გამომდინარე, საქმის სხვა დეტალები არ ხმაურდება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

104
სახლი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სადაც ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დაჭრა

ხობში 80 წლის ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

12
(განახლებულია 16:09 14.04.2021)
ამ დროისთვის დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა ხობის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ  შვილიშვილი დაჭრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევა ჯახუთის დასახლებაში დღეს, დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება – 80 წლის მამაკაცსა და  24 წლის შვილიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა შვილიშვილი დანით დაჭრა.

პოლიციამ  დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, გარდა ამისა, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია

12
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მართლმსაჯულება

სასამართლომ დავით კოდუას პატიმრობა შეუფარდა

16
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენს  ბრალი 13 აპრილს წარუდგინა.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

პოლიციამ საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა 12 აპრილს, მეუღლის შეტყობინების საფუძველზე დააკავა. 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად გირაოს შეფარდებას, ბრალდების მხარე კი დაკავებულის პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა.

როგორც ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, კონფლიქტი მისმა მეუღლემ დაიწყო, თავად კი კონფლიქტისგან თავის არიდებას ცდილობდა.

„არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, ემოციებით დატვირთული ქალი იყო და ეჭვიანობის ნიადაგზე გაუგებრობა მოხდა“, - განაცხადა კოდუამ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

16
თემები:
კრიმინალი საქართველოში