ქალმა საქსოვი ძაფი იყიდა და გორგალში ერთი კილო სუფთა კოკაინი აღმოაჩინა

© photo : Pixabay / AlkeMadeВязальные нитки и спицы
Вязальные нитки и спицы - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
პოლიცია ვერ აკონკრეტებს, საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო საქველმოქმედო მაღაზიის საქონელში ესოდენ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქალმა მაღაზიაში საქსოვი კომპლექტი შეიძინა და ძაფის გორგალში ერთი კილოგრამი კოკაინი იპოვა, იუწყება სიეტლის (აშშ) პოლიციის დეპარტამენტი.

​გავრცელებული ცნობით, შინ მისულმა ქალმა, რომელიც ქუდების მოქსოვას აპირებდა, ძაფში ყვითელი რეზინით შეკრული პაკეტი აღმოაჩინა. შეკვრას უცნაური სუნი ასდიოდა და ზედ „100%“ ეწერა. ქალმა მაშინვე დარეკა 911–ზე და პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცველებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ პაკეტში ერთ კილოგრამამდე სუფთა კოკაინი იყო. პოლიციამ არ დააკონკრეტა, როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ესოდენ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება საქველმოქმედო მაღაზიის დახლზე.

თავად მაღაზიის წარმომადგენლების თქმით, მათაც არ აქვთ წარმოდგენა, საიდან მოხვდა კოკაინი ძაფის გორგალში.

ყველა ახალი ამბავი
0