თბილისის საქალაქო სასამართლო

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდა

75
შსს-ს  ინფორმაციით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა მის პროფესიული საქმიანობას უკავშირდება

 

თბილისი, 26 თებერვალი –Sputnik. ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტ ვახტანგ სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტზე  დაკავებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება Rustavi 2.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. 

ტელეწამყვან ვახტან სანაიასა და მისი ოჯახის წევრებს უცნობი პირები 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. 

სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

თავად სანაია თავდასხმის ფაქტს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს, რასაც პროკურატურაშიც ადასტურებენ. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მისი პროფესიული საქმიანობის გამო დაესხნენ თავს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

75
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1282)
ხელბორკილი

13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმე: პროკურატურამ ბრალი მოზარდის დედას წარუდგინა

134
(განახლებულია 21:28 14.04.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედისთვის ცნობილი გახდა მამაკაცის მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე არასრულწოვანი გოგონას დედას ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

2021 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. საქმეზე პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვანზე სისტემატურად ძალადობდა, შედეგად გოგონა დაორსულდა და ბავშვი გააჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედისთვის ცნობილი გახდა მამაკაცის მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.

დაზარალებულის დედას ბრალი სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული), რაც სასჯელის სახედ სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმე ამ დროისათვის ძიების სტადიაშია. თავად მოძალადეს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

134
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1282)
სახანძრო

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

32
(განახლებულია 21:17 14.04.2021)
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო–სამაშველო ბრიგადებს, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ნიკა ლატარია

32
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მანიკა ასათიანი

„12 კილო დავიკელი...“ - მანიკა ასათიანი საოცარ ფორმაშია - ვიდეო

0
(განახლებულია 12:23 15.04.2021)
უმშვენიერეს მოდელსა და ტელეწამყვანს მანიკა ასათიანს აღმოჩნდა, რომ ვარჯიში ცხოვრების წესად ექცა. ნახეთ როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს და „ფოლოუერს“ პასუხობს როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები. აღმოჩნდა, რომ გასული მაისის შემდეგ, მანიკამ 12 კილოგრამამდე დაიკლო და ეს ჯანსაღი კვებით და ვარჯიშით შეძლო.

მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამბობს, რომ პანდემიისას ძალიან მოიმატა და სწორედ ამის გამო დასჭირდა მას ძალების მობილიზება ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად.

მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.

მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები