კრიმინალური პოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტში 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიკარგა

88
(განახლებულია 09:24 24.02.2021)
მამაკაცი ბოლოს თანასოფლელებმა 15 თებერვალს ნახეს. ახლობლებმა პოლიციას რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მიმართეს.

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში 70 წლამდე მამაკაცს ეძებენ, იუწყება „პირველი არხი“.

ახლობლების ინფორმაციით, ანზორ პეტროსიანი 15 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს.

სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

88
სასწრაფო დახმარება

ახალციხეში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს

50
მეზობლებს, რომლებმაც მარტო მცხოვრები 67 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, ის ორი დღეა არ უნახავთ და მკვლელობის შესაძლო ვერსიაზე არაფრის თქმა არ შეუძლიათ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ახალციხეში საკუთარ სახლში მოკლული პენსიონერი ქალის ცხედარი იპოვეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლებს, რომლებმაც 67 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ის ორი დღე არ უნახავთ. მათ ასევე არ აქვთ ვერსია, ვის და რატომ უნდა მოეკლა ხანდაზმული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „განზრახ მკვლელობის მუხლით“ დაიწყო. 

50
მაშველები შავ ზღვაზე

შავ ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

38
აჭარაში, ზღვის სანაპიროზე დაკარგული მამაკაცის ძებნა ათ დღეზე მეტია მიმდინარეობს. ოჯახის წევრები მყვინთავების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. აჭარაში რამდენიმე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და საჭირო ტექნიკა.

დაკარგულის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული მყვინთავების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათი რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.

 

38
მტკვარი

კრწანისის ტყე-პარკში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური შენდება

0
(განახლებულია 16:35 28.02.2021)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მტკვრის წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოები დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2" მიერ.

აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიზნით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში,  მოეწყო 100 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა. დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა და დათევზიანება, 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს.

„ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“, -აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

კრწანისის ტყე-პარკი XX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა და  მისი შექმნის მთავარი მიზანი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება იყო. ბოლო ათწლეულებში პარკის მწვანე საფარი მოუვლელობის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა.

0