საპროტესტო აქცია რუსთაველზე

აქცია თბილისში: სამოქალაქო აქტივისტი ორი ათასი ლარით დააჯარიმეს

52
რუხაძე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის შემდეგ პარლამენტის შენობასთან დააკავეს

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტს, ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ ჟურნალისტ ნოდარ რუხაძეს 2 ათასი ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

რუხაძე სამშაბათს პარლამენტთან მას შემდეგ დააკავეს, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააპატიმრეს.

დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც აქტივისტი რუპორში სკანდირებდა „მონა". ამ დროს კი მთავრობის წევრები პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად პარლამენტის ეზოში იუნკერების მემორიალს ყვავილების გვირგვინით ამკობდნენ.

რუხაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან. როგორც თავად აქტივისტი წერს, პოლიციელები მის დაპატიმრებას მოითხოვდნენ, რადგან ის „განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევაო“.

 

52
სასწრაფო დახმარება

ახალციხეში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს

49
მეზობლებს, რომლებმაც მარტო მცხოვრები 67 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, ის ორი დღეა არ უნახავთ და მკვლელობის შესაძლო ვერსიაზე არაფრის თქმა არ შეუძლიათ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ახალციხეში საკუთარ სახლში მოკლული პენსიონერი ქალის ცხედარი იპოვეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლებს, რომლებმაც 67 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ის ორი დღე არ უნახავთ. მათ ასევე არ აქვთ ვერსია, ვის და რატომ უნდა მოეკლა ხანდაზმული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „განზრახ მკვლელობის მუხლით“ დაიწყო. 

49
მაშველები შავ ზღვაზე

შავ ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

38
აჭარაში, ზღვის სანაპიროზე დაკარგული მამაკაცის ძებნა ათ დღეზე მეტია მიმდინარეობს. ოჯახის წევრები მყვინთავების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. აჭარაში რამდენიმე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და საჭირო ტექნიკა.

დაკარგულის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული მყვინთავების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათი რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.

 

38
საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - „სამგურალი“

საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

0
2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი ორ წრეში გაიმართება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 33-ე ჩემპიონატი თბილისის „დინამოს“ და „სამგურალის“ დაპირისპირებით დაიწყო.

გახსნის მატჩში თბილისის „დინამოელებმა“, რომლებიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან, ეროვნულ ლიგაში ახალბედა წყალტუბოელებს ვერ აჯობეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

„სამგურალი“ სერგო კუხიანიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ 30-ე წუთზე დაწინაურდა. „დინამოელებმა“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში შეძლეს. ლუკა გაგნიძის ჩაწოდებით თაური დარტყმა გიორგი გაბედავამ შეასრულა.

პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ მინიმალური ანგარიშით მოუგო ქუთაისის „ტორპედოს“ (1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.

პირველ ტურში ასევე გაიმართება მატჩები: „თელავი“ – „სამტრედია“, „დილა“ (გორი) – „შუქურა“ (ქობულეთი), „ლოკომოტივი“ (თბილისი) – „საბურთალო“ (თბილისი).

2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი გაიმართება ორ წრეში, მეტოქეები ერთმანეთს შინ და გასვლაზე თითიჯერ დაუპირისპირდებიან.

0