თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია

© photo: Emergency Management Service / FBთბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
გამოწერა
დაშავებულებს ადგილზე გაეწიათ პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ხუდადოვის პირველ ნომერში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად  დაშავდა. მათ აღენიშნებათ მცირე დამწვრობა და ჭრილობა ხელზე. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახურავზე გაჩნდა და იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება. უსაფრთხოების მიზნით, მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0