თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. მარნეულში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი გაიგუდა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი მარნეულის ცენტრში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტრაგიკული ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. იუწყება კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კომპანიიც ცნობით, „თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული.
„გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
გაზმომარაგება, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.
„თბილისი ენერჯი" დედაქალაქს ბუნებრივი გაზით 8500 კილომეტრის საშუალო და დაბალი წნევის მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების საშუალებით ამარაგებს.
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. კახეთში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. იუწყება „პირველი არხი“.
გზაზე Mercedes-ის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ Opel-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ლაგოდეხში, „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის მოწინააღმდეგეები ცდილობენ, აღმოფხვრან პრეპარატ „სპუტნიკ V-ს“ მიმართ ნდობა მსოფლიოში, ვინაიდან ის ერთ–ერთი საუკეთესოა, განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.
მისი თქმით, ვაქცინა „სპუტნიკ V-მ“ უკვე მოპოვა საერთაშორისო აღიარება, ის მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რაც რუსი მეცნიერების დიდ გმირობაზე მეტყველებს.
„ბევრი მტერი ცდილობდა წაეშალა ნდობა რუსეთისადმი, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ისინი ესოდენ ბევრ ძალისხმევას რუსული ვაქცინის მიმართ ნდობის აღმოფხვრას ახმარდნენ — ეს იმიტომ რომ ის ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მისი უბრალოდ ეშინიათ“, — განაცხადა დმიტრიევმა გამოფენაზე, რომელიც ვირუსოლოგიის დარგში რუსეთის ლიდერობის ისტორიას ეძღვნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის „სპუტნიკ V“-ს გამოყენებაზე ნებართვა უკვე გაცემულია მსოფლიოს 37 ქვეყანაში. მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ ქვეყნებში 1,1 მილიარდ ადამიანზე მეტია.
ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. ეს მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინაა COVID-19–ის პროფილაქტიკისთვის.
მანამდე სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.