პროკურატურის შენობა

საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო თაღლითობის საქმე გახსნა

316
უკრაინის მოქალაქემ 17,9 ათასი ევროს ლეგალიზება მოახერხა. ახლა მას 9–დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო უკრაინის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც ერთ–ერთი ჩეხური კომპანიიდან ფული მოიპარა და მის ლეგალიზებას საქართველოში შეეცადა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის მონაცემებით, უკრაინის მოქალაქემ 2019 წლის მაისში საქართველოში დააფუძნა თავისი კომპანია და გახსნა ანგარიში ქართულ ბანკში.

ამის შემდეგ, სექტემბერში მან თანამზრახველებთან ერთად გატეხა ჩეხური კომპანიის ფოსტა და მისი საქმიანობის შესწავლის შემდეგ კომპანიის ფინანსურ დირექტორს აღმასრულებელი დირექტორის სახელით ცრუ შეტყობინება გაუგზავნა თითქოსდა საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. ამგვარად მიიღო მან 18,2 ათასი ევრო.

ფულის მიღების წყაროს დამალვის მიზნით მიღებული თანხა, თითქოსდა ელექტრომაგნიტური ძრავის სათადარიგო ნაწილების შეძენის დანიშნულებით, ჰონგ–კონგში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა. 

პროკურატურის მონაცემებით, უკრაინის მოქალაქემ 17,9 ათასი ევროს ლეგალიზება შეძლო.

კიბერთაღლითობის ახალი სქემა: საბანკო ასოციაცია მოსახლეობას აფრთხილებს>>

ახლა მას, დიდი ოდენობით თაღლითობისთვის, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 9–დან 12 წლამდე პატიმრობა ელოდება, ხოლო მის კომპანიას ფულის გათეთრების გზით შემოსავლების მიღებისთვის –ჯარიმა და დახურვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უკრაინის მოქალაქის დაპატიმრების შესახებ. მისი თანამზრახველების ვინაობა დგინდება.

316
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1269)
საპატრულო პოლიცია

ვანში მამაკაცმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა

12
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული სანადირო თოფიდან თავის მოკვლას აპირებდა, შემდეგ კი ადგილზე მისული პოლიციის მისამართით სროლა დაიწყო

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ვანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონის სამმართველოში შეტყობინება შევიდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. პოლიციამ მიღებული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილას გამოცხადდა. ადგილზე მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თავის მოკვლას სანადირო თოფით აპირებდა, ცეცხლი სამართალდამცველების მიმართულებით გახსნა, რა დროსაც ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დაიჭრა.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 1980 წელს დაბადებულ ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

12
ჟურნალისტები

მესტიის მერი ჟურნალისტს ემუქრებოდა: მორიგი სკანდალი საქართველოში

19
ერთი კვირის წინ თავისი პროფესიული საქმიანობის გამო კიდევ ერთი ჟურნალისტი დაშავდა - ვახო სანაიას ცოლშვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. პოლიცია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის მხრიდან მუქარის ფაქტს იძიებს.

სისხლის სამართლის საქმე „მუქარის“ და „სხვისი ნივთის დაზიანების“ მუხლებით აღიძრა.

როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, ჟორჟოლიანმა ჟურნალისტ ემა გოგოხიას ტელეფონით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ემუქრებოდა მას, შემდეგ კი ქვეყნის დატოვება და ფულადი თანხა შესთავაზა. მეორე დღეს გოგოხიას ავტომობილის საბურავები გახვრეტილი აღმოჩნდა.

ტელეარხის მონაცემებით, ჟურნალისტი მესტიაში უკანონო ტენდერის შესახებ სიუჟეტის გადასაღებად ჩავიდა.

მესტიის მერიაში და მმართველ პარტიაში მედიისთვის კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

ერთი კვირის წინ თავისი პროფესიული საქმიანობის გამო დაშავდა Formula TV-ს ჟურნალისტი ვახო სანაია. მას ცოლშვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახლა ბრალდებულები განაჩენს ციხეში ელოდებიან.

19