თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. თბილისში, უზნაძის ქუჩაზე სკვერში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მამაკაცი სკვერში გაყინულ მდგომარეობაში იპოვეს. გარდაცვლილი დაახლოებით 40-დან 45-წლამდე ასაკისაა.
ტელეარხი Formula ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბოლო დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, თბილისში დიდი თოვლი მოვიდა.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ახალციხეში საკუთარ სახლში მოკლული პენსიონერი ქალის ცხედარი იპოვეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლებს, რომლებმაც 67 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ის ორი დღე არ უნახავთ. მათ ასევე არ აქვთ ვერსია, ვის და რატომ უნდა მოეკლა ხანდაზმული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „განზრახ მკვლელობის მუხლით“ დაიწყო.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. აჭარაში რამდენიმე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და საჭირო ტექნიკა.
დაკარგულის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული მყვინთავების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათი რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.
მომიტინგეები თურქული კომპანია ENKA-ს რიონის ხეობიდან გასვლას, ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტასა და უცხოური კომპანიისათვის მიწის 99 წლით გადაცემის გაუქმებას მოითხოვდნენ.
უკვე 126 დღეა ადგილობრივები, საეკლესიო პირები და არასამთავრობოების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ მდინარე რიონზე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღდეგ.
პროექტი „ნამახვანჰესის კასკადი“ რიონზე გააერთიანებს ორ ჰერსს - „ნამახვანი“ და „თვიში“, რომლებიც ერთად 433 მეგავატს გამოიმუშავებენ. პროეთის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონი დოლარია.
პროექტს Clean Energy Georgia Group შეასრულებს. ჰესის მშენებლობისათვის Clean Energy Georgia Group თურქულს ჰოლდინგთან ENKA Insaat ve Sanayi A.S. ითანამშრომლებს.