ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის შედეგად 15 ავტომობილი დაზიანდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიიციის ლენტი
პოლიიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
ავტომობილის ევაკუატორთან შეჯახებამ გზაზე შეფერხება გამოიწვია, შედეგად სხვა მანქანები სავალი ნაწილიდან გადავარდნენ

თბილისი, 17  თებერვალი – Sputnik. ცენტრალურ ავტობანზე ავარიის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა, იუწყება „პირველი არხი“.

არსებული ინფორმაციით, რუისი-გორის გზის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც გზაზე შეფერხება გამოიწვია. უკან მომავალი მანქანები, ლიპყინულის გამო, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნენ.

ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო დღეს საქართველოს გზებზე პრობლემები შეიქმნა. დიდთოვლობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0