კონტრაბანდული სიგარეტი

სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია ამოიღეს

41
(განახლებულია 19:25 17.02.2021)
დამრღვევებს საერთო ჯამში ათას კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი ჩამოართვეს, საქმის მასალები გადაგზავნილია საგამოძიებო სამსახურში

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში კონტრაბანდული სიგარეტის უკანონო გადატანის სამი ფაქტი დააფიქსირა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სულ აღმოჩენილია 1280 ბლოკი უაქციზო თამბაქოს პროდუქცია.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სიგარეტის ამოღების ფაქტზე შედგა ოქმი (155 პრიმა მუხლი).

საქმის მასალები გადაგზავნილია სასამართლოში.

41
პოლიცია „ნაცმოძრაობის“ ოფისთან

კრიმინალი საქართველოში: შსს 2021 წლის ახალ სტატისტიკას აქვეყნებს

23
(განახლებულია 09:06 28.02.2021)
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ერთ თვეში 1,2 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის იანვარში 4.703 დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11,83%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

2021 წლის პირველ თვეში დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე ნაკლები, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.

დანაშაული საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვარში დაახლოებით 1,2 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 19,7%. ქურდობა იანვარში ჩადენილი დანაშაულის ერთ მეოთხედზე მეტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. 2021 წლის პირველ თვეში დაფიქსირდა 542 ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 55,12%.

მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 416 ფაქტი ერთ თვეში, საიდანაც გახსნილია 1,92%.

ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული

დანაშაულის სახეობა შემთხვევების რაოდენობა
ქურდობა 1 203
ოჯახური ძალადობა 542
სატრანსპორტო დანაშაული 416
მუქარა 275
ნარკოდანაშაული    217

გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 12 მკვლელობა, აქედან სამი – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 19 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 7 – გაუპატიურება, ერთი – ადამიანებით ვაჭრობა, ორი – მექრთამეობა.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 1230 ადამიანი. აქედან 91 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 414 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.

23
საპატრულო პოლიცია

გლდანში სროლა იყო: ერთი ადამიანი დაჭრილია

116
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-შენახვის“ მუხლებით

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლის ხმა ისმოდა, დაჭრილია ერთი ადამიანი, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეარხის მონაცემებით, ინციდენტის დეტალები უცნობია. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

116
ექიმი ევგენი კომაროვსკი

რა მეთოდებით არ ღირს იმუნიტეტის გაძლიერება - ექიმ კომაროვსკის რჩევები

0
(განახლებულია 09:22 28.02.2021)
ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია ჯანსაღი ძილი და დადებითი ემოციები

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. იმუნიტეტის ამაღლების ყველაზე არაეფექტური და ეფექტური მეთოდები - ამის შესახებ ექიმმა ევგენი კომაროვსკიმ თავის Instagram-ზე ისაუბრა.

მედიკოსის თქმით, ჯანმრთელობის გაუმჯობესების ყველაზე არაეფექტური მეთოდებია ბიოაქტიური საკვები დანამატების, ასევე ელეუთეროკოკის და ექინაცეის მიღება, ხახვის და ნივრის მირთმევა, ვირუსის საწინააღმდეგო ამულეტები, იმუნომოდულატორები და ჰომეოპათია.

კომაროვსკი განმარტავს, რომ იმუნიტეტის ამაღლების ყველაზე ეფექტური მეთოდებია - სრულფასოვანი ძილი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვები, უარი მავნე ჩვევებზე (თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება), ვაქცინაცია, სრულფასოვანი კვება და დადებითი ემოციები.

0