ჟურნალისტები მიკროფონებით

იმერეთში ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

56
შსს-ს ინფორმაციით,  ბრალდებულებმა „მედიაჰოლდინგი კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ მედიაჰოლდინგი „კვირას“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, „მედიაჰოლდინგი კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ.

პოლიციამ 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1991 წელს დაბადებული გ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულების სახით დააკავა.

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

56
საპატრულო პოლიცია

გორის რაიონში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა - დაკავებულია 50 წლის მამაკაცი

75
(განახლებულია 16:20 04.03.2021)
არსებული ინფორმაციით, საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო. მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში გადაიყვანეს.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა, იუწყება მთავარი არხი.

შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. ამ დროისთვის საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული. მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან მოათავსებული.

13 წლის გოგონას ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 50 წლის მამაკაცი, გოგონას ოჯახის თანასოფლელი, რომელმაც, მეზობლების თქმით, მოზარდი მატარებელში გააუპატიურა. ამასთან, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაკაცი ოჯახის ახლობელია.

პოლიციამ საქმეზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

75
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საპატრულო პოლიცია

დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ერთი პირი

68
(განახლებულია 15:23 04.03.2021)
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ასევე ერთი პირი, იუწყება ქართული მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

68
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მაკარონის ნაწარმი

შეცდომები მაკარონის ხარშვისას: როგორ მოვამზადოთ იდეალური სპაგეტი

0
(განახლებულია 16:23 04.03.2021)
ცნობილი იტალიელი მზარეულები განმარტავენ, რა შეცდომებს ვუშვებთ სპაგეტის მომზადებისას და როგორ უნდა მოვხარშოთ მაკარონი

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სპაგეტის მომზადებისას ადამიანები ბევრ შეცდომას უშვებენ, რის გამოც ის უგემური გამოდის, აცხადებს იტალიელი მზარეული, კულინარიული წიგნების ავტორი და ტელეწამყვანი სილვია კალოკა.

მთავარ შეცდომებს  შორის სპეციალისტმა ერთ–ერთ უპირველესად ის ფაქტი დაასახელა, რომ ზოგი შუაზე ამტვრევს მაკარონებს, ვინაიდან ისინი ქვაბში არ ეტევა. ამ დროს კი, რაც უფრო გრძელია სპაგეტი, მით მარტივად ეხვევა ჩანგალზე და ამასთან არც სოუსი წვეთავს.

მზარეულის თქმით, სპაგეტი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიმტვერეს, თუ მას სუპში ამატებთ. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში სჯობს უფრო მოზრდილი ჭურჭელი გამოიყენოთ და სპაგეტი მთელი სიგრძით მოათავსოთ მასში.

სილვია კალოკას თქმით მეორე შეცდომა — ეს სპაგეტის ხარშვისას წყალში ზეთის დამატებაა, რასაც ხშირად მიმართავენ დიასახლისები იმის იმედით, რომ მაკარონები ერთმანეთს არ შეეწებება.

„თუ წყალში ზეთს დაამატებთ, ის უბრალოდ ზემოთ ამოტივტივდება და როდესაც წყალს გადაწურავთ, ფენად გადაეკვრება სპაგეტის. ეს კი ხელს შეუძლის მაკარონებს სოუსით გაჟღენთვაში“, — განმარტა მზარეულმა.

კოლოკას თქმით, იმისათვის, რომ მაკარონების შეწებება თავიდან ავირიდოთ, სჯობს ხარშვის პროცესში რამდენჯერმე ჩავამატოთ წყალში მარილი და კარგად მოვურიოთ.

ამასთან, სპეციალისტი გვირჩევს, რომ მაკარონი ყოველთვის მაღალ ცეცხლზე მოვხარშოთ, რათა წყალი გამუდმებით დუღილის რეჟიმში იყოს და სპაგეტი წებოვან მასად არ გადაიქცეს.

ამასთან მაკარონი მაშინ უნდა გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავუწუროთ წყალი, როცა გვეჩვენება, რომ სრულ მომზადებას ერთ–ორი წუთი აკლია — შერჩენილი სითბო მზადების პროცესს ბოლომდე მიიყვანს.

კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, მიშლენის ვარსკვლავებით დაჯილდოებული რესტორნების შეფ–მზარეული ანდრეა ტრანჩერო აცხადებს, რომ მოხარშვის შემდეგ მაკარონისთვის ცივი წყლის გადავლება უდიდესი შეცდომაა.

მისი განმარტებით, ეს სახამებელს აშორებს მაკარონს, რაც რეალურად თქვენს კერძს მხოლოდ გემრიელსა და აბრეშუმივით ნაზს ხდის.

0
თემები:
სასარგებლო რჩევები