17 წლის ბიჭმა დედა დაჭრა – რა გახდა უთანხმოების მიზეზი

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, დედა-შვილს შორის უთანხმოება ეჭვიანობას უკავშირდება.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კახეთის რეგიონში 17 წლის ბიჭმა დედა დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა 17 წლის ბიჭი მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0