შსს-ს შენობა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

109
(განახლებულია 20:29 13.02.2021)
შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სასტიკად გაუსწორდა თავის სამ ყოფილ კოლეგას, მათ შორის ერთი ქალია.

თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შენობასთან ჩხუბის ფაქტზე თბილისში 1988 წელს დაბადებული თ.ვ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ  შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და მუქარის ფაქტზე თ.ვ.-ს ბრალდება უკვე წარუდგინა.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომელ ირაკლი ხურციძეს თავს მისი ყოფილი თანამშრომელი დაესხა და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ჩხუბის ამსახველი ფოტო კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ვ.-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს, სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს - 1984 წელს დაბადებულ ი.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გამოძიება სსკ-ის 118-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების ყოფილი თანამშრომელი თავის ყოფილ კოლეგებს პირადი უთანხმოების გამო გაუსწორდა.

109
სასწრაფო დახმარება

ახალციხეში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს

53
მეზობლებს, რომლებმაც მარტო მცხოვრები 67 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, ის ორი დღეა არ უნახავთ და მკვლელობის შესაძლო ვერსიაზე არაფრის თქმა არ შეუძლიათ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ახალციხეში საკუთარ სახლში მოკლული პენსიონერი ქალის ცხედარი იპოვეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლებს, რომლებმაც 67 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ის ორი დღე არ უნახავთ. მათ ასევე არ აქვთ ვერსია, ვის და რატომ უნდა მოეკლა ხანდაზმული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „განზრახ მკვლელობის მუხლით“ დაიწყო. 

53
მაშველები შავ ზღვაზე

შავ ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

39
აჭარაში, ზღვის სანაპიროზე დაკარგული მამაკაცის ძებნა ათ დღეზე მეტია მიმდინარეობს. ოჯახის წევრები მყვინთავების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. აჭარაში რამდენიმე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და საჭირო ტექნიკა.

დაკარგულის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული მყვინთავების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათი რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.

 

39

ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო

0
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  დაწვრილებით - ჩვენს ვიდეოში იხილავთ

მომიტინგეები თურქული კომპანია ENKA-ს რიონის ხეობიდან გასვლას, ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტასა და უცხოური კომპანიისათვის მიწის 99 წლით გადაცემის გაუქმებას მოითხოვდნენ.

უკვე 126 დღეა ადგილობრივები, საეკლესიო პირები და არასამთავრობოების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ მდინარე რიონზე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღდეგ.

პროექტი „ნამახვანჰესის კასკადი“ რიონზე გააერთიანებს ორ ჰერსს - „ნამახვანი“ და „თვიში“, რომლებიც ერთად 433 მეგავატს გამოიმუშავებენ. პროეთის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონი დოლარია.

პროექტს Clean Energy Georgia Group შეასრულებს. ჰესის მშენებლობისათვის Clean Energy Georgia Group თურქულს ჰოლდინგთან ENKA Insaat ve Sanayi A.S. ითანამშრომლებს.

0