ბათუმის საქალაქო სასამართლო

14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ქობულეთში: დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

270
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონამ, რომელთანაც 24 წლის მამაკაცმა მოტყუებით დაამყარა სექსუალური კავშირი, თავი მოიკლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ მამაკაცს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებული ნ.ტ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონამ, რომელთანაც 24 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა, 9 თებერვალს თავი მოიკლა. პოლიციამ ნ.ტ. მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ნ.ტ.-მ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში მოტყუებით დაამყარა — დაპირდა, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, თუმცა კონტაქტი გაწყვიტა მასთან. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მის ცოლად შერთვას არ აპირებდა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

270
საპატრულო პოლიცია

ვანში მამაკაცმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა

25
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული სანადირო თოფიდან თავის მოკვლას აპირებდა, შემდეგ კი ადგილზე მისული პოლიციის მისამართით სროლა დაიწყო

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ვანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონის სამმართველოში შეტყობინება შევიდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. პოლიციამ მიღებული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილას გამოცხადდა. ადგილზე მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თავის მოკვლას სანადირო თოფით აპირებდა, ცეცხლი სამართალდამცველების მიმართულებით გახსნა, რა დროსაც ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დაიჭრა.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 1980 წელს დაბადებულ ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

25
ჟურნალისტები

მესტიის მერი ჟურნალისტს ემუქრებოდა: მორიგი სკანდალი საქართველოში

21
ერთი კვირის წინ თავისი პროფესიული საქმიანობის გამო კიდევ ერთი ჟურნალისტი დაშავდა - ვახო სანაიას ცოლშვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. პოლიცია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის მხრიდან მუქარის ფაქტს იძიებს.

სისხლის სამართლის საქმე „მუქარის“ და „სხვისი ნივთის დაზიანების“ მუხლებით აღიძრა.

როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, ჟორჟოლიანმა ჟურნალისტ ემა გოგოხიას ტელეფონით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ემუქრებოდა მას, შემდეგ კი ქვეყნის დატოვება და ფულადი თანხა შესთავაზა. მეორე დღეს გოგოხიას ავტომობილის საბურავები გახვრეტილი აღმოჩნდა.

ტელეარხის მონაცემებით, ჟურნალისტი მესტიაში უკანონო ტენდერის შესახებ სიუჟეტის გადასაღებად ჩავიდა.

მესტიის მერიაში და მმართველ პარტიაში მედიისთვის კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

ერთი კვირის წინ თავისი პროფესიული საქმიანობის გამო დაშავდა Formula TV-ს ჟურნალისტი ვახო სანაია. მას ცოლშვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახლა ბრალდებულები განაჩენს ციხეში ელოდებიან.

21

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

0
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

0