პოლიციის ლენტი

ქუთაისში 73 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს

376
ფულის გამოძალვის მიზნით ქუთაისში ასაკოვანი მამაკაცი სასტიკად აწამეს. ამ დროისთვის ის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. რკინიგზის სადგურ „რიონის" მიმდებარედ 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს, იუწყება „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები მამაკაცის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ფული მოსთხოვეს. ფულის გამოძალვის მიზნით, მის საწამებლად უთო გამოიყენეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაყვანა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

376
საპატრულო პოლიცია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

57
ავარიის შედეგად დაშავებული პირები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უახლოეს კლინიკაში მოათავსა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. კახეთში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. იუწყება „პირველი არხი“.

გზაზე Mercedes-ის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ Opel-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ლაგოდეხში, „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

57
მოსამართლის ჩაქუჩი

ქართველმა ჰაკერებმა უცხოურ კომპანიებს თითქმის ნახევარი მილიონი ლარი გამოსტყუეს

39
(განახლებულია 22:57 25.02.2021)
ბოროტმოქმედებს უცხოური კომპანიების მოტყუების საკმაოდ რთული სქემა ჰქონდათ მოფიქრებული. მათი დაკავების შემდეგ ერთ-ერთ კომპანიას მიტაცებული თანხის ნაწილი დაუბრუნდა

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნორვეგიული და იტალიური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბრალდებულებმა არარეზიდენტი იურიდიული პირების მსგავსი სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშები გახსნეს.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის  წევრებმა კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერულად შეაღწიეს, შეისწავლეს კომპანიების ბიზნესსაქმიანობა და ამ კომპანიების შეცდომაში შეყვანის მიზნით მათი რეალური ბიზნეს-პარტნიორების საბანკო ანგარიშების მონაცემები შეცვალეს.

ამის შედეგად 2020 წლის მაისში ნორვეგიული და იტალიური კომპანიებისთვის ბიზნესსაქმიანობისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები რეალური თანხის მიმღებების ნაცვლად ბრალდებულების ანგარიშზე ჩაირიცხა.

აღნიშნული ქმედების შედეგად ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებს დიდი ოდენობით - 470.4 სთასი ლარის ეკვივალენტი ევროს ზიანი მიადგათ.

უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ნაწილი, საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.

2020 წლის 19 ივნისს დაკავებულ ორ პირს და მიმალვაში მყოფ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნორვეგიულ კომპანიას 304.721 ლარის ოდენობის თანხა დაუბრუნდა.

 

39
საერთაშორისო აეროპორტი „ვნუკოვო“

რუსეთის ქართულმა დიასპორამ პუტინს ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა

0
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან თბილისში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციების გამო მოსკოვის ინიციატივით შეწყდა

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. რუსეთში ქართულმა დიასპორამ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა.

1 მარტიდან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოფრენა შეუძლიათ როგორც ვაქცინაციის სერტიფიკატის, ისე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში. მაგრამ ჯერჯერობით ეს შესაძლებელია მხოლოდ ტრანზიტული რეისებით, სხვა ქვეყნების გავლით, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის ზაფხულში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციების გამო შეწყდა.

რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალურ–კულტურული ავტონომიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე პრეზიდენტ პუტინის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთში კორონავირუსულ ინფექციასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად მისი მოქალაქეებისთვის თავის საზღვრებს სულ უფრო მეტი ქვეყანა ხსნის.

„ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის საქართველო, რომელიც 2021 წლის 1 მარტიდან მზად არის მიიღოს რუსეთის მოქალაქეები PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში. გთხოვთ განიხილოთ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. ვიტოვებთ იმედს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უსწრაფესად აღდგება და განვითარდება“, - ნათქვამია წერილში.

საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის და ბელარუსის მოქალაქეები PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში ქვეყანაში მოხვედრას შეძლებენ. მაგრამ ეს არ ეხება სახმელეთო საზღვარს, სადაც ამ ეტაპზე კვლავ მოქმედი რეჟიმი რჩება.

0