სასწრაფო დახმარება

მარტვილში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

466
ერთი დაშავებული პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს -ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 

ნიკა ლატარია

466
სასწრაფო დახმარება

ახალციხეში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს

49
მეზობლებს, რომლებმაც მარტო მცხოვრები 67 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, ის ორი დღეა არ უნახავთ და მკვლელობის შესაძლო ვერსიაზე არაფრის თქმა არ შეუძლიათ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ახალციხეში საკუთარ სახლში მოკლული პენსიონერი ქალის ცხედარი იპოვეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლებს, რომლებმაც 67 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ის ორი დღე არ უნახავთ. მათ ასევე არ აქვთ ვერსია, ვის და რატომ უნდა მოეკლა ხანდაზმული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „განზრახ მკვლელობის მუხლით“ დაიწყო. 

49
მაშველები შავ ზღვაზე

შავ ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

38
აჭარაში, ზღვის სანაპიროზე დაკარგული მამაკაცის ძებნა ათ დღეზე მეტია მიმდინარეობს. ოჯახის წევრები მყვინთავების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. აჭარაში რამდენიმე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და საჭირო ტექნიკა.

დაკარგულის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული მყვინთავების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათი რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.

 

38
საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - „სამგურალი“

საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

0
2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი ორ წრეში გაიმართება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 33-ე ჩემპიონატი თბილისის „დინამოს“ და „სამგურალის“ დაპირისპირებით დაიწყო.

გახსნის მატჩში თბილისის „დინამოელებმა“, რომლებიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან, ეროვნულ ლიგაში ახალბედა წყალტუბოელებს ვერ აჯობეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

„სამგურალი“ სერგო კუხიანიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ 30-ე წუთზე დაწინაურდა. „დინამოელებმა“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში შეძლეს. ლუკა გაგნიძის ჩაწოდებით თაური დარტყმა გიორგი გაბედავამ შეასრულა.

პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ მინიმალური ანგარიშით მოუგო ქუთაისის „ტორპედოს“ (1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.

პირველ ტურში ასევე გაიმართება მატჩები: „თელავი“ – „სამტრედია“, „დილა“ (გორი) – „შუქურა“ (ქობულეთი), „ლოკომოტივი“ (თბილისი) – „საბურთალო“ (თბილისი).

2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი გაიმართება ორ წრეში, მეტოქეები ერთმანეთს შინ და გასვლაზე თითიჯერ დაუპირისპირდებიან.

0