პროტესტი ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ: კარვის დაშლას ხმაური და ერთი პირის დაკავება მოჰყვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივების თქმით, მათი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. სოფელ ჟონეთში აქციის მონაწილეებთან ერთად სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან.

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფელ ჟონეთში სამთვიანი პაუზის შემდეგ  „ნამახვანის ჰესების კასკადის“  მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

რიონის ხეობის მოსახლეობა მეოთხე თვეა ჰესის მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს. ადგილზე მათ კარავი ჰქონდათ გაშლილი. ადგილობრივები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რიონის ხეობაში დღეს ტექნიკა პოლიციის თანხლებით შევიდა, რასაც ხმაური მოჰყვა. კომპანია კარვის დაშლას ითხოვდა, რასაც აქციის მონაწილეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მოქალაქეები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  პოლიციამ დაპირისპირების დროს, დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

მდკნარე რიონი - Sputnik საქართველო
ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობა განახლდა: ხეობაში ტექნიკა პოლიციის თანხლებით შევიდა

დაპირისპირების მიუხედავად, სამართალდამცველებმა კარვის დაშლა მაინც მოახერხეს, იქამდე კი აქციის მონაწილეებს პირადი ნივთების გატანის უფლება მისცეს.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. 

ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელმა კომპანია ENKA-მა არაერთხელ ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი პოზიციის გათვალისწინების მიზნით. თუმცა ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებთან დიალოგი მათივე პოზიციის გამო ვერ შედგა.

მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, 433 მეგავატის საერთო დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group-მა, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქული სამშენებლო ჰოლდინგი ENKA Insaat ve Sanayi A.S მოიზიდა.

ყველა ახალი ამბავი
0