თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. თურქეთში საქართველოს მოქალაქე 100-ზე მეტი ერთეული უძრავი ქონების უკანონოდ მითვისების ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსმა პირმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქემ, მუღლის პროვინციაში მცხოვრები 84 წლის მამაკაცის საკუთრებაში არსებული ქონება მიითვისა. დაზარალებულ მოხუცს მეხსიერების პრობლემები აქვს.
პოლიციამ დაკავებულთა ნაწილი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლა, ხოლო სამი პირის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის საქმე სასამართლოს გადაეცა.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა, იუწყება მთავარი არხი.
შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. ამ დროისთვის საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული. მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან მოათავსებული.
13 წლის გოგონას ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 50 წლის მამაკაცი, გოგონას ოჯახის თანასოფლელი, რომელმაც, მეზობლების თქმით, მოზარდი მატარებელში გააუპატიურა. ამასთან, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაკაცი ოჯახის ახლობელია.
პოლიციამ საქმეზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ასევე ერთი პირი, იუწყება ქართული მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე ლოზუნგით Freedom for Fox - „თავისუფლება „მელიას“ მონაწილეებმა ნარინჯისფერი ნიღბები გაიკეთეს შესაბამისი სიმბოლიკით.
თავდაპირველად დემონსტრანტები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ ავტოკოლონით რუსთავისკენ გაემართნენ, სადაც ადგილობრივ ციხეში იმყოფება ნიკა მელია. მხარდამჭერები მას პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ.
აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ავტოგადარბენაში 60-ზე მეტი ავტომობილი მონაწილეობდა.