თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულ 27 წლის გიორგი მენაბდიშვილს ბრალი რამდენიმე საათში უნდა წაუყენონ, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.
შაბათს დილით შეიარაღებული პირი ქვის საამქროში შეიჭრა და ორი პირი მძევლად აიყვანა. დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც უწყება 2018 წელს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფილ სამართალდამცველსა და საწარმოს სხვა მეწილეებს შორის ბიზნესის გამო მოხდა. მენაბდიშვილს პარტნიორები საკუთარი 10 პროცენტიანი წილის დათმობას სთხოვდნენ. მათი თქმით, იყო მუქარაც, ქურდული სამყაროს წევრების ჩართვით.
ბიზნეს წილების გაყოფასთან დაკავშირებულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ქვის სამტეხლოს მეპატრონე. ის ირწმუნება, რომ საწარმო მისი საკუთრებაა და წილი სხვა პირს, მათ შორის არც დაკავებულს არ ჰქონია.
თავად ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც 6 საათის განმავლობაში საწარმოს ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით ჩაკეტილი ჰყავდა და ავტომანქანით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვდა, დუმილის უფლებას იყენებს.
ყოფილი პოლიციელი ამჟამად გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი ადვოკატის, ქეთევან გაგლოშვილის თქმით, ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს და უარს ამბობს მედიკამენტებზეც.
ქვის სამტეხლოში კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პოლიციამ საწარმოს თანამშრომლები უკვე დაკითხა.
გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა, იუწყება მთავარი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. ამ დროისთვის საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული. მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან მოათავსებული.
13 წლის გოგონას ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ.
არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ასევე ერთი პირი, იუწყება ქართული მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ტელეწამყვანმა დედის დღესთა დაკავშირებით უცნობი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის წლების წინ პატარა ლილუს სათამაშო იარაღს უმიზნებს. „დედა ვიცი მე პაპიროსით და იარაღით. არ გაიმეოროთ, მეც მეყოფა“, - წერს ნანიკო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.
საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცნობილი სახეების შვილებს სოციუმში თავის დამკვიდრება უჭირთ. ეს სტერეოტიპი ნანიკო ხაზარაძეს და მის ლაღ ქალიშვილს არ ეხებათ. წარმატებული ტელეწამყვანის თქმით, ერთადერთ ქალიშვილს არასდროს არაფერს უკრძალავდა.
View this post on Instagram
მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო და ლილუს მამა ძალიან მალე დაშორდნენ, ნანიკომ ყველა ძალა მოიკრიბა და ცხოვრება შვილთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყო. ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. ლილუ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედა დამოუკიდებლობას არ უშლის.
View this post on Instagram
ნანიკო ხაზარაძეს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს. უსაყვარლესმა გოგონამ ლილუ ნუცუბიძემ სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ლილუ სამსახურში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
View this post on Instagram
მიუხედავად იმისა, რომ ლილუს ფინანსურად დედა უზრუნველყოფს, გოგონამ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ლილუ ნუცუბიძე გამყიდველად მუშაობს „ყვავილების ქარხანაში", რომელიც პეტრიაშვილის ქუჩის დასაწყისშია.