ზუგდიდში ხანძარს 37 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი ძალიან მცირე - 5 კვადრატული მეტრის ფართობზე იყო გავრცელებული, ხანძარს მსხერვპლი მოყვა

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა ზუგდიდში, დევნილთა ახალ დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. იუწყება პირველი არხი.

მეხანძრე-მაშველი ხანძრის ჩაქრობისას - Sputnik საქართველო
თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გაჩნდა

ხანძარი ბარამიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელს გუშინ გაუჩნდა. ცეცხლი ძალიან მცირე - მხოლოდ 5 კვადრატული მეტრის ფართობზე იყო გავრცელებული და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ბინაში ცეცხლი მალევე ჩააქრეს. მაგრამ ამის მიუხედავად, ხანძარს ტრაგედია მოყვა - ერთ-ერთ ოთახში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი, აფხაზეთიდან დევნილი, 1983 წელს დაბადებული მ.ვ. ბინაში მარტო ცხოვრობდა.

მომხდარის დეტალების დასადგენად, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ყველა ახალი ამბავი
0