დაკავება

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

88
(განახლებულია 17:26 13.01.2021)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მოქალაქისგან მოთხოვნილი თანხის ნაწილი აიღო, რა დროსაც ის დააკავეს.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს 65 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მდებარე სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მოქალაქისგან მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 15 ათასი ამერიკული დოლარი აიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ნიკა ლატარია

88
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2130)
ხანძარი

შუახევში ხანძრის შედეგად 14 ადანიანი უსახლკაროდ დარჩა

0
(განახლებულია 10:39 16.04.2021)
შუახევის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, უწყება დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, მანამდე კი ისინი ნაქირავებ ფართებში დაბინავდებიან.

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“

შემთხვევა სოფელ ბარათაულში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ასევე დაიწვა საქონლის სამი სადგომი, რასაც 16 სული პირუტყვი ემსხვერპლა.

ცეცხლი თავდაპირველად ხის სახლს გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სახანძრო–სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს.

შუახევში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. შუახევის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, უწყება დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, მანამდე კი ისინი ნაქირავებ ფართებში დაბინავდებიან.

ხანძრის შედეგად დაზარალებული თითოეული ოჯახისთვის აჭარის ბიუჯეტში ერთჯერადად 15 ათასი ლარის ოდენობის დახმარებაა გამოყოფილი.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2130)
ბაქოს პოლიცია

აზერბაიჯანმა საქართველოს ძებნილი გადმოსცა

20
(განახლებულია 10:55 16.04.2021)
აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელმაც ავტოავარიისას ორი  ადამიანი იმსხვერპლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს აზერბაიჯანის მოქალაქე გადმოსცა, რომელზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, იუწყება „Sputnik– აზერბაიჯანი“

მინსკის კონვენციის შესაბამისად, რომლის მომხრეც ბევრი ქვეყანაა, საქართველომ აზერბაიჯანს ილიას ალიევის გადმოცემა მოსთხოვა, რომელზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

გამოძიების მასალების თანახმად, 2018 წლის  23 მაისს ალიევმა მარნეული–ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, რასაც ორი ადამიანი ემხსვერპლა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

რუსთავის სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, იგი სსკ–ის 276–ე მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“ დამანაშავედ ცნეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ იგი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ოთხი თვის შემდეგ დამნაშავე აზერბაიჯანმა მეზობელ სახელმწიფოს გადმოსცა.

20