პატრული

პოლიციამ კახეთში უკანონო იარაღი ამოიღო

58
(განახლებულია 20:03 12.01.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დააკავეს.

დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკ-74“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

58
ბათუმის საქალაქო სასამართლო

აქტივისტ ირაკლი ფანგანს გირაო შეეფარდა

19
(განახლებულია 13:40 26.01.2021)
საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტი ირაკლი ფანგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მომავალშიც ანალოგიურად მოიქცევა.

 

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, იუწყება  „აჭარის ტელევიზია". 

ირაკლი ფანგანი პოლიციამ 24 იანვარს  ორგანიზაციის ოფისში დააკავა. აქტივისტმა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ 23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა. 

საქართველოს პროკურატურამ  აქტივისტს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ  გუშინ, 25 იანვარს გათავისუფლდა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ დასახელებული თანხის რაოდენობა შემცირდა და 2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. გარდა ამისა, ფანგანი კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს გამომძიებელთან.

„თქვენი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების შეზღუდვა. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, რომ დაცული იყოთ ბრალის დამძიმებისგან თქვენივე ქმედებით, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა დაზარალებული ირაკლი ჩავლეიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 თებერვალს დაიგეგმა.

 

19
ეჭვმიტანილი ხელბორკილებში

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს

43
(განახლებულია 16:30 26.01.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ცოლ-ქმარი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფონიჭალის დასახლებაში პოლიციის ეკიპაჟმა 40 და 41 წლის ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით შეაჩერა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

43
თემები:
კრიმინალი საქართველოში
თორნიკე ოქრიაშვილი და ლიკი მუზაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილი მესამე შვილს ელოდება - წყვილმა ბავშვის სქესი გაიგო - ვიდეო

0
(განახლებულია 14:11 26.01.2021)
ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი საკმაოდ წარმატებულ ფეხბურთელად მიიჩნევა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თორნიკეს ჰყავს მეუღლე – ლიკა მუზაშვილი და ორი ვაჟი

თორნიკე ოქრიაშვილის და ლიკი მუზაშვილის წყვილი სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. ისინი მესამედ გახდებიან მშობლები. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე სთორი გამოაქვეყნა, რომელიც მისი მეუღლის ექოსკოპიის დროს იყო გადაღებული.

როგორც გაირკვა, წყვილმა უკვე პატარას სქესიც იცის. მათ ცოტა ხნის წინ კიპრზე Babyshower მოაწყვეს, სადაც მათი მეგობრები ჰყავდათ მიწვეული. ღონისძიება ღია ცის ქვეშ შედგა, თორნიკესთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ბოლოსდაბოლოს ის ნანატრი ქალიშვილის მამა გახდება.

„მე ვარ ბედნიერი მამა”, – დაწერა ოქრიაშვილმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე, პატარას სქესის გაგების შემდეგ.

თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი უკვე წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია და გუნ­დის ერთ-ერთ მთა­ვარ მო­თა­მა­შედ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­მაც ნაკ­რებს არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა. თა­ვი­სი თა­მა­ში­სა და გო­ლე­ბის წყა­ლო­ბით თორ­ნი­კე ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს და ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი.

თორ­ნი­კე წლე­ბია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ლიკა მუ­ზაშ­ვილ­ზე. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს – 8 წლის ალექ­სან­დრე და 6 წლის დადი. თორ­ნი­კე ამ­ჟა­მად კვიპ­რო­სუ­ლი კლუ­ბი „ანორ­თო­სი­სის“ ფეხ­ბურ­თე­ლია. ლიკა ხში­რად აქ­ვეყ­ნებს „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს. ის მე­უღ­ლის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება