პოლიცია დანაშაულის ადგილზე ვენაში, ავსტრია

ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

91
(განახლებულია 12:25 13.01.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა რამდენიმე ათას ევროს შეადგენს.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2 ავსტრიის პოლიციაზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, 34 და 42 წლის მამაკაცებს სავაჭრო ობიექტებიდან სათვალეების, კოსმეტიკისა და სხვა პროდუქციის ქურდობა ედებათ ბრალად.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულები ძვირადღირებულ კოსმეტიკას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან იპარავდნენ, მათ ასევე გაქურდეს ჭურჭლის მაღაზია. ერთ-ერთ დაკავებულს ასევე ბრალად ედება ქონების დაზიანება და ყაჩაღობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული ბრალს აღიარებს.

91
თემები:
მსოფლიო დღეს (2489)
სასწრაფო დახმარება

კახეთში ავტოსახელოსნოს თანამშრომელს მანქანა დაეცა და დაიღუპა

184
(განახლებულია 14:54 01.08.2021)
ექიმების განცხადებით, მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა და რეანიმაციული ღონისძიებებისა, მამაკაცის სიცოხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს ხელოსანს სპეციალურ მოწყობილობაზე აწეული მანქანა დაეცა.

მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

„შუახნის კაცს თავის არეში მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. სასწრაფოდ გაკეთდა ნეოროქირურგიული ოპერაცია, მაგრამ დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ექიმმა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

184
შინაგან საქმეთა სამინისტრო

ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა

88
(განახლებულია 11:31 01.08.2021)
უწყების ცნობით, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები  დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

 

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. 

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გუშინ იპოვეს.

ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) შეიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მისი ცხედარი  მთაწმინდის ფერდობზე „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც ბათუმში პედაგოგად მუშაობდა და თბილისში დასასვენებლად იმყოფებოდა, სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.

ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

88
თემები:
კრიმინალი საქართველოში
გზაზე მჯდომი მამაკაცი

ყველასგან განსხვავებული და უმარტივესი ხერხი ფილტვების გასაწმენდად

0
(განახლებულია 19:00 01.08.2021)
იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ თავს ვერ ერევით და უარს ვერ ამბობთ ამ მავნე ჩვევაზე? მაშინ…

რასაც ახლა გირჩევთ, არც რთულია, არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, არც უცნობი და არნახულ-არგაგონილი პროდუქტების ძებნასა და არც დიდ დროს. უბრალოდ, ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ:

•    ჯანჯაფილი (იგივე ჯინჯერი), რომელსაც საქართველოში ძალიან „დაუმეგობრდნენ“ ბოლო წლებში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილი ფილტვებს ჭარბი ლორწოსგან წმენდს;

•    ხახვი და ნიორი — ძლიერი ანტისიმსივნური თვისებების მქონე ბოსტნეული, ავთვისებიანი დაავადებების უებარი პროფილაქტიკური საშუალება;

•    კურკუმა —  ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისიმსივნური თვისებების სუნელ–სანელებელი, იყიდება ყველა ჰიპერმარკეტში.

უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფერთან ერთად ფილტვებს სპეციალური ელექსირითაც გაიწმენდთ.

დაგჭირდებათ:

  • 400 გრ ხახვი
  • 1 ლ წყალი
  • 400 გრ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი კურკუმა
  • ჯანჯაფილი — დიდი თითის ტოლი ნატეხი.

მომზადება

შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სეროფი, დაამატეთ ოთხ–ოთხად დაჭრილი ხახვი და  ჯანჯაფილის მესამედი. დააცადეთ წამოდუღება და როგორც კი ეს მასა დუღილს დაიწყებს, მაშინვე ჩაამატეთ კურკუმა. ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და მანამდე ადუღეთ, სანამ რაოდენობა არ განახევრდება. მერე გაწურეთ და ქილაში გადაიღეთ. ელექსირი მაცივარში უნდა შეინახოთ.

ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან>>

მიღების წესი

ელექსირი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ — თითო ჯერზე ორი სუფრის კოვზის ოდენობით: დილით უზმოზე და საღამოს ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

0
თემები:
სასარგებლო რჩევები