ოჯახური ძალადობა

საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევები არ მცირდება

139
ოჯახური ძალადობა ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ყველაზე ხშირ დანაშაულთა ხუთეულში რჩება

თბილისი, 11 იანვარი - Sputnik. ოჯახური ძალადობა - საქართველოში ქურდობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. შსს-ს მონაცემებით, 2020 წლის 11 თვეში 4 927 მსგავსი დანაშაული იქნა ჩადენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობას ან სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით.

სულ ამ მუხლით 2020 წლის 11 თვის განმავლობაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2 691 ადამიანი, რომელთა მსხვერპლი 3 146 ადამიანი გახდა.

თუმცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გარდა, საქართველოში ძალადობის აღკვეთის კიდევ ერთი დროებითი ზომა მოქმედებს - დამცავი ან შემაკავებელი ორდერი. ეს ორდერი გაიცემა, როგორც ადმინისტრაციული ზომა ყველა გარემოების გარკვევამდე.

2020 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ასეთი ორდერი სულ 8 496 მოძალადეს გამოუწერეს, რომელთა მსხვერპლი გახდა 8 852 ადამიანი.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ოჯახური ტირანიის მსხვერპლნი არიან 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები და 45 წელს გადაცილებული მამაკაცები. თავად მოძალადეთა ასაკი კი მამაკაცებში არის 25-დან 44 წლამდე და ქალებში - 45-ს ზევით.

ორდერის გაცემისას, ძირითადად, საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და მხოლოდ თითქმის მესამედ შემთხვევებში ორდერი გაიცემა ფიზიკური ძალადობისას. ხოლო ეკონომიკური და სექსუალური ძალადობისას, ასევე იძულებისა თუ საჭიროებების იგნორირებისას ორდერის გაცემის შემთხვევები გაცილებით ნაკლებია.

საქართველოს რეგიონებში ოჯახური ძალადობის შემთხვევების რაოდენობით თბილისი ლიდერობს, შემდეგ აჭარა და კახეთი მოდიან. ყველაზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ამასთან, თუ მოძალადე მამაკაცების ასაკი, ძირითადად, 25-44 წელია, მოძალადე ქალები, როგორც წესი, 45 წელს არიან გადაცილებული. მსხვერპლთა შორის პირიქითაა - ქალების ასაკი 25-44 წელია, მეორე ადგილზე 46 წელს გადაცილებული ქალები არიან, მამაკაცებს შორის კი - 45 წელს გადაცილებული პირები.

თუმცა ორდერი მძიმე შედეგების პრევენციის თვალსაზრისით არაეფექტური ზომაა. წლის დასაწყისიდან ნოემბრის ჩათვლით ოჯახური ძალადობის შედეგად 19 ქალი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულზე არ უმოქმედია მკაცრ შეზღუდვებს, რომლებიც ქვეყანაში პანდემიის დროს გამოცხადდა. მაგალითად, აპრილ-მაისის თვეებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად 3 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

ვის უნდა მიმართოს ძალადობის მსხვეროლმა

ამჟამად სახელმწიფო დახმარების სააგენტოს ბაზაზე ქვეყანაში ხუთი კრიზისული ცენტრი მოქმედებს.

ამ დაწესებულებების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზით -116 006.

ძალადობის საკითხზე ტელეფონით კონსულტაცია ოცდაოთხი საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია 8 ენაზე, მათ შორის, ქართულზე. ზარი უფასოა, ანონიმურობა - გარანტირებული.

კრიზისული ცენტრების მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახური ძალადობის, ქალებზე ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთ.

139
ეჭვმიტანილის დაკავება

დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე

100
ჯერჯერობით, დაკავებულის ადვოკატს პოზიცია არ დაუფიქსირებია. უცნობია, აღიარებს თუ არა გამგებლის მოადგილე ბრალს

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამგებლის მოადგილე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების ჩასატარებლად გასული წლის აპრილში 126 ათასლარიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილიც ორმა კომპანიამ გამოთქვა. გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი და მოსთხოვა საბუთები უკან გაეტანა, რადგან ტენდერი მისთვის სასურველ კომპანიას უნდა მოეგო. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. სამომავლოდ კი სხვა ტენდერების პირობების მასზე მორგება შესთავაზა.

ზეწოლის მიუხედავად, კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა მაინც მიიღო და გაიმარჯვა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ კომპანიას პრობლემები შეუქმნა და არ აძლევდა შესაძლებლობას, ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ამის გამო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება.

უწყება აღნიშნავს, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო სამუშაოების გაგრძელება და დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, „რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გულისხმობს.

გამოძიებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

100
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სახლის სხვენი

უნიკალური ინცინდენტი: უცნობი შეუმჩნევლად ცხოვრობდა ახალგაზრდა ქალის სახლის სხვენში

57
(განახლებულია 13:30 25.01.2021)
ახალგაზრდა ქალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ამჩნევდა, რომ სახლში ნივთებს ადგილი ჰქონდა ხოლმე შეცვლილი, ზოგი რა კი დაიკარგა კიდეც

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდა ქალმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი სახლის სხვენში რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუმჩნევლად ცხოვრობდა უცნობი მამაკაცი,  წერს News.com.au.

​გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ როკჰემპტონის მკვიდრმა მონიკა გრინმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში არაერთხელ შეამჩნია, რომ სახლში ზოგ ნივთს ადგილი ჰქონდა შეცვლილი, ან სულაც დაიკარგა. ქალი ამას ახსნას ვერ უძებნიდა მანამ, სანამ 18 იანვარს ჩვეულებრივზე ადრე არ დაბრუნდა შინ.

ექიმისგან მოულოდნელად ადრე დაბრუნებულმა მონიკამ აღმოჩინა, რომ  სახლში ვიღაცას კონდინციონერი ჩაერთო, სამზარეულოში დატოვებული ქათმის კატლეტების ნახევარი შეეჭამა, ხოლო შესასვლელი კარი ღია დაეტოვებინა.

ქალმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა სახლი დაათვალიერეს და ნახეს, რომ სხვენში ასასვლელი ლუქი ღია იყო, ხოლო სათვალთვალო კამერები — გამორთული.

„ეს საშინელებათ ფილმის სცენას ჰგავდა. რატომ იმალებოდა სხვენში? რა განზრახვა ჰქონდა? იქნებ ჩემი შვილის მოტაცება უნდოდა?“ — ამბობს შეშინებული მონიკა გრინი.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცველები იძიებენ ამ „უნიკალურ ინციდენტს“, რათა დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობა დაადგინონ.

 

57
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობა ეძლევა

0
(განახლებულია 17:48 25.01.2021)
კონკურენცია მაღალია – ადგილებისთვის 700–ზე მეტი აბიტურიენტი იბრძვის, თუმცა, შანსის გამოყენება საჭიროა, აღნიშნავენ თბილისში.

 

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში  სწავლის მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო, განაცხადა  საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკიმ. 

Николай Свентицкий
© Sputnik / Alex Shlamov
ნიკოლაი სვენტიცკი

 როგორც „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გამართულ ბრიფინგზე სვენტიცკიმ აღნიშნა,  2021–2022 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასწავლებლებში მიზნობრივ ადგილებზე აბიტურიენტებისა და სტუდენტების შერჩევის კამპანია 20 იანვრიდან დაიწყო.

მისი თქმით, ქართველი სტუდენტებისთის რუსულ განათლებას მრავალი უპირატესობა და პლუსები გააჩნია. 

Николай Свентицкий
© Sputnik / Alex Shlamov
ნიკოლაი სვენტიცკი

 „ვფიქრობ, რომ რუსული განათლება, პირველ რიგში, ძალიან კარგი, ძლიერი და კლასიკურია. რუსეთი ჩვენი მეზობელია და აქ ბევრი პრობლემა იხსნება, რუსეთში ცხოვრება, მაგალითად, საფრანგეთთან შედარებით ხომ გაცილებით იაფია. ამ პროგრამაში მონაწილეობას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ღებულობს – რუსეთში სასწავლებლად ამერიკელები და ინგლისელები ჩამოდიან. ინგლისში შესანიშნავი სკოლები და უმაღლესი სასწავლებლებია, მაგრამ ზოგიერთი რუსეთში მიდის სასწავლად“, – აღნიშნა სვენტიცკიმ.

როგორც მან განმარტა, წელსსაც, ტრადიციულად, ქართველი სტუდენტებისთვის დაახლოებით 120 მიზნობრივი ადგილი გამოიყოფა. კონკურენცია ყოველთვის დიდია – ადგილის მოსაპოვებლად 700–ზე მეტი აბიტურიენტი იბრძვის, თუმცა, „ამ შანსის ხელიდან გაშვება არ ღირს“, დასძინა სვენტიცკიმ. 

 „უნდა ისარგებლოთ ამ შანსით, რადგანაც კარგი განათლების მიღება საკმაოდ ძვირია, თქვენ კი მისი მიღება უფასოდ შეგიძლიათ. ჩვენ ძალზე ბევრი წარმატება გვაქვს, ძალიან ხშირად უმაღლეს შეფასებებს სწორედ ქართველი ახალგაზრდობა იღებს. ისინი, როგორც წესი, საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენენ და ეს აბსოლუტურ პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა ნიკოლაი სვენტიცკიმ.

შესარჩევ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ ანკეტა ვებგვერდზე www.education-in-russia.com. 

Николай Свентицкий
© Sputnik / Alex Shlamov
ნიკოლაი სვენტიცკი

მნიშვნელოვანია, რომ მთელი დოკუმენტაცია რუსულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული იყოს, შემდეგ კი ვებგვერდზე არსებულ ანკეტას თან დაერთოს.
წელს განცხადებების მიღების ვადები მკაცრად შეზღუდულია – პროცესი 20 იანვარს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება.

0
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები