მეხანძრე-მაშველი ხანძრის ჩაქრობისას

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გაჩნდა

82
(განახლებულია 08:53 11.01.2021)
სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდით მდებარე გაზგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრეების მუშაობის შედეგად ხანძრის გავრცელების თავიდან აცილება მოხდა

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მდებარე სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ გამთენიისას ხანძარი იყო.

ბაზრობა „ჩემპიონის" ტერიტორიაზე იყო დაკვამლიანება და შეინიშნებოდა ღია ცეცხლი.
ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.

ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილება მოხდა. 

„იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს. ასევე, მოახერხეს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს გარკვეული კერების დამუშავება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

82
ეჭვმიტანილის დაკავება

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა

61
(განახლებულია 16:18 27.01.2021)
ყოფილი მაღალჩინოსანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ქრთამის სანაცვლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაციას გეგმავდა

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) განცხადებაში.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსია.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის იანვარში ბორჯომში მცხოვრები პირი დაუკავშირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანს და სთხოვა დახმარებოდა სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის რეგისტრაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის მფლობელს არ აკმაყოფილებდა მიწის ადგილმდებარეობა. მან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს შესთავაზა, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია ტურისტული თვალსაზრისით უფრო პერსპექტიულ ადგილას მომხდარიყო, რის სანაცვლოდაც მერიის თანამშრომელი ნაკვეთის ნაწილს ან შესაბამისი ღირებულების თანხას მიიღებდა.

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს>>

მერიის მაღალჩინოსანი აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა და ნაკვეთის მფლობელს დაჰპირდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით უზრუნველყოფდა, სოფელ ჭობისხევის რწმუნებულს გაეცა მიწის ნაკვეთის იდენტურობის ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც 46.737 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდებოდა.

„საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მხილებულ იქნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

61
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ქალი ხელბორკილებით

ეჭვიანმა ცოლმა ინტიმურ ფოტოებზე თავი ვერ იცნო და ქმარი დანით დაჭრა

130
(განახლებულია 17:19 27.01.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ძველ ფოტოებზე თავი იმის გამო ვერ იცნო, რომ წარსულში ის სხვაგვარად გამოიყურებოდა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ქალი, რომელმაც საკუთარი თავი ვერ იცნო ქმრის ტელეფონში ნაპოვნ ინტიმურ ფოტოებზე, მეუღლეს დანით დაესხა თავს და დაჭრა, იუწყება მექსიკური გამოცემა Prensa.

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ვერ მოასწრო აეხსნა ცოლისთვის, რომ ფოტოებზე თავად ის იყო აღბეჭდილი.

ირკვევა, რომ სურათები ჯერ კიდევ დაქორწინებამდე იყო გადაღებული და ისინი თვითონ ქალს ჰქონდა გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით კაცისთვის. წლების შემდეგ ქმარმა შემთხვევით აღმოაჩინა ისინი და ტელეფონში გადაიწერა.

გამოცემა წერს, რომ ქალმა საკუთარი თავი იმის გამო ვერ იცნო, რომ ქორწინებამდე ის ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა: მაკიაჟსაც ატარებდა და „რამდენიმე კილოგრამით ნაკლებსაც იწონიდა“.

ამასთან ირკვევა, რომ საბოლოოდ ქმარმა, რომელსაც რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიღებული, მაინც მოასწრო ცოლის განიარაღება და ყველაფრის ახსნა, მაგრამ მეზობლებს უკვე გამოეძახებინათ სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

ეჭვიანი ცოლი დააკავეს და ოჯახურ ძალადობაში წაუყენეს ბრალი.

 

130
თემები:
საერთაშორისო პანორამა
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

0
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

0