სასწრაფო დახმარების ბრიგადა

ახალციხეში ბუნებრივი აირის ნამწვით ხუთი ადამიანი მოიწამლა

122
(განახლებულია 18:43 09.01.2021)
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ახალციხეში ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ოჯახის ხუთი წევრი მოიწამლა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა დღეს რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ხუთივე ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მძიმე მოწამვლას გადაურჩა პატარა ბავშვი, რომელიც ცალკე ოთახში იმყოფებოდა.

„ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი, ხუთი თვის ბავშვი თავს კარგად გრძნობს, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

გაზის მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენების საკითხი საქართველოში ძალიან აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე მრავალი წელია, აღარ არსებობს ცენტრალური გათბობის სისტემა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- თუ გაზის, ხშირად კუსტარულ, მოწყობილობებს იყენებს.

გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით, ღია წვის კამერით, სიცოცხლისთვის საშიშია. 

122
მოსამართლის ჩაქუჩი

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

49
გიორგი მენაბდიშვილის საზოგადოებრივი დამცველი გორის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კასპში მძევლების აყვანისას ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს. მენაბდიშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს და ბრალს არ აღიარებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამოიყენა პატიმრობა. დაცვის მხარე გავასაჩივრებთ მოსამართლის განჩინებას“, – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ქეთევან გაგლოევა.

მენაბდიშვილს დღეს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სსკ–ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე.

გიორგი მენაბდიშვილის ქცევასთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენად შეეძლო მას თავისი მოქმედებების გაცნობიერება დანაშაულის ჩადენის დროს, სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.

ბრალდებულის ადვოკატის ქეთევან გაგლოევას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალზე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, გამოაცხადა მშრალი შიმშილობა და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე.

შაბათ დილით 27 წლის გიორგი მენაბდიშვილი, ყოფილი პოლიციელი ქვის საამქროში შეიჭრა, რომლის წილსაც თვითონაც ფლობდა, და ორი პირი მძევლად აიყვანა.

დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფილ სამართალდამცველსა და საწარმოს სხვა მეწილეებს შორის ბიზნესის გამო მოხდა. მენაბდიშვილს პარტნიორები საკუთარი 10 პროცენტიანი წილის დათმობას სთხოვდნენ. მათი თქმით, იყო მუქარაც, ქურდული სამყაროს წევრების ჩართვით. სასოწარკვეთილმა მენაბდიშვილმა მძევლების აყვანით გადაწყვიტა არსებული საკითხის გადაჭრა.

ახალგაზრდას საწარმოს ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით ჩაკეტილი ჰყავდა და ავტომანქანით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვდა. ექვსსაათიანი მოლაპარაკებების  შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ხელმძღვანელობდა.

 

49
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს

50
(განახლებულია 22:44 18.01.2021)
ყოფილი პოლიციელის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. კასპში მძევლების აყვანისას ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილის ქცევასთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენად შეეძლო მას თავისი მოქმედებების გაცნობიერება დანაშაულის ჩადენის დროს, სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, იუწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა.

კასპში მძევლების აყვანა: ყოფილმა პოლიციელმა შიმშილობა დაიწყო>>

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქმეზე მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა.

მენაბდიშვილს დღეს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე.

პროკურატურამ სასამართლოს მისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ბრალდებულის ადვოკატის ქეთევან გაგოევას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალზე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, გამოაცხადა მშრალი შიმშილობა და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე.

მენაბდიშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს.

ამასთან, ბრალდებულის დედის თამარ მენაბდიშვილის განცხადებით, მან დახმარებისთვის ომბუდსმენის წარმომადგენელს მიმართა. ის დახმარებას ასევე მოსახლეობასაც სთხოვს და აღნიშნავს, რომ მისი შვილი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ისიც საჭიროა, რომ დადგინდეს, რამ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე. ეს კი დაუცველობის გრძნობაა. ერთი მხრივ, ის კრიმინალურ სამყაროს შეეჯახა და მეორე მხრივ – სამართალდამცველების გულგრილობას, აღნიშნავს თამარ მენაბდიშვილი.

ომბუდსმენის მოადგილემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ისინი მათი კომპეტენციის ფარგლებში დააკვირდებიან პროცესს და ამ საქმეზე ინფორმაციას გამოითხოვენ.

შაბათ დილით 27 წლის გიორგი მენაბდიშვილი, ყოფილი პოლიციელი კასპში ქვის საამქროში შეიჭრა, რომლის წილსაც თვითონაც ფლობდა, და ორი პირი მძევლად აიყვანა.

დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფილ სამართალდამცველსა და საწარმოს სხვა მეწილეებს შორის ბიზნესის გამო მოხდა. მენაბდიშვილისგან პარტნიორები მისი კუთვნილი 10-პროცენტიანი წილის დათმობას მოითხოვდნენ. მათი თქმით, იყო მუქარაც ქურდული სამყაროს წევრების ჩართვით, ასევე სამართალდამცველთა მხრიდან. სასოწარკვეთილმა მენაბდიშვილმა მძევლების აყვანით გადაწყვიტა არსებული საკითხის გადაჭრა.

ახალგაზრდას საწარმოს ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით ჩაკეტილი ჰყავდა და ავტომანქანით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვდა. ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ხელმძღვანელობდა.

50
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ნათლისღება

საეკლესიო კალენდარი: 19 იანვარი

0
(განახლებულია 02:05 19.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ღვთის განცხადებას ზეიმობს.

ნათლისღება

ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

საეკლესიო სწავლების მიხედვით ამით მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

საეკლესიო კალენდარში ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

0