ქუთაისში ბრმა ტყვიამ მოხუცი ქალი იმსხვერპლა

© Sputnik / Viktor Kaminskyსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წლის ღამეს უმისამართოდ ნასროლი ტყვია ასაკოვან ქალს საკუთარ აივანზე მოხვდა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ქუთაისში ახალ წელს უმისამართოდ გასროლილმა ტყვიამ 84 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

იარაღი - Sputnik საქართველო
„ტე­ლე­ვი­ზორ­თან იჯდა...“ - ქალი, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ცნობილი მომღერლის დედაა

შემთხვევა ახალი წლის ღამეს გელათის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, დალი ქაშმაძე აივანზე იდგა და სწორედ ამ დროს მოხვდა მას ახალი წლის აღსანიშნავად ნასროლი ტყია. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის გუშინ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და  ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0