ხელბორკილი

ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

501
(განახლებულია 21:31 08.01.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიების ცნობით, ბრალდებული თავის ნაცნობ ქალთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ქალს ძალადობის მუქარით ოქროს სამკაულები გასტაცეს.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ყაჩაღური თავდასხმა ბრალდებულმა თავად დაგეგმა და თანამზრახველებთან ერთად წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით განახორციელა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

501
საპატრულო პოლიცია

პოლიციამ მარნეულში ყაჩაღობისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტი გახსნა: დაკავებულია 6 ადამიანი

38
დაკავებულებს ბრალი წარედგინა ყაჩაღობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სხვისი ნივთის განადგურებაში

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ჯართის მიმღებ პუნქტზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს და 6 ადამიანი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 18 იანვარს თავს დაესხნენ პუნქტის ორ თანამშრომელს, რომლებიც ობიექტის ტერიტორიაზე მდებარე ვაგონში იმყოფებოდნენ, და იარაღის მუქარით წაართვეს 2 ათასი ლარი, მობილური ტელეფონები, საათები და ვერცხლის ყელსაბამი.

თავდამსხმელებმა დაზარალებულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მეორე ვაგონში გადაიყვანეს და ჩაკეტეს, ის ვაგონი კი, რომელზეც თავდაპირველად განახორციელეს თავდასხმა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად იარაღი და სხვადასხვა ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა ასაკი 20-დან 23 წლამდე მერყეობს.

პოლიციამ თბილისში კიბერდანაშაულისთვის ინდოეთის მოქალაქე დააკავა >>

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

38
საპატრულო პოლიცია

გარდაბანში პოლიციამ დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოაჩინა

44
(განახლებულია 09:28 24.01.2021)
პოლიციამ გააჩერა საეჭვო მიკროავტობუსი, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა, და ჩხრეკის დროს ნარკოტიკები იპოვა

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შენახვის ფაქტზე ორი მამაკაცი დაკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, პოლიციამ გააჩერა საეჭვო მიკროავტობუსი, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა, და ჩხრეკის დროს 26 შეფუთვა ჰეროინი იპოვა.

დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

44

ვეშაპების ულამაზესი შოუ ორლანდოს დელფინარიუმში

0
ეს სრულიად არაჩვეულებრივი, ფერადოვანი და დინამიური სანახაობაა, რომელსაც მკვლელი ვეშაპები წარმოადგენენ

შამუ — უზარმაზარი, შავ–თეთრი შეფერილობის მკვლელი ვეშაპები, ორლანდოს დელფინარიუმის ბინადრები; ისინი არაჩვეულებრივ, ფერადოვან და დინამიურ შოუს წარმოადგენენ თითქმის ყოველდღე და პუბლიკას არა მხოლოდ ზომებით, არამედ არტისტობითაც ხიბლავენ.

ეს მართლაც განუმეორებელი სანახაობაა.

0