თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. თბილისში 12 წლის მოზარდი 13-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, იუწყება ქართული მასმედია.
შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.