მეხანძრე-მაშველები

იმერეთში ხანძარს ისევ ებრძვიან ცეცხლი მიუდგომელ ადგილებში მძვინვარებს

41
(განახლებულია 17:19 06.01.2021)
საქართველოს ტყეებსა და მინდვრებში ბოლო დღეებში ხანძრის ასზე მეტი კერა გაჩნდა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე ჩააქრეს მეხანძრეებმა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ხანძარს ისევ ებრძვიან იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, სადაც ცეცხლი მიუვალ ადგილებში გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ხუთი კერის ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა.

როგორც იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე აცხადებს, ყველაზე რთული ვითარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში იყო, სადაც ცეცხლის გავრცელების საშიშროება მოსახლეობასაც ემუქრებოდა.

ამ დროისათვის ხანძარს ებრძვიან საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, სადაც ცეცხლი მიუვალ ადგილებში გაჩნდა.

მანამდე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყეებსა და მინდვრებში 500-ზე მეტმა მეხანძრემ აქტიური 105 ხანძრიდან სრულად 100 ხანძრის ჩაქრობა მოახერხა.

41
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2033)
გაზის მილები

„თბილისი ენერჯი": საცხოვრებელი კორპუსი დიდ აფეთქებას გადაურჩა - იყავით ყურადღებით

47
თემქაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაზის დანადგარები რემონტის გამო იყო მოხსნილი, ბუნებრივი აირი კი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. თემქაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაზი დაგროვდა და მაღალი კონცეტრაციის შემდეგ სადარბაზოში გაჟონა, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ თემქის მე-11 მიკრორაიონიდან გაზის გაჟონვის შესახებ ცხელ ხაზზე ზარი შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

„სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ - აღმოჩნდა, რომ ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოუხსნიათ, ცენტრალური ონკანი კი არავის გადაუკეტავს. გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბინაში შემთხვევით შუქის ან ასანთის ანთების შედეგად შესაძლოა მთელი კორპუსი აფეთქებულიყო.

„რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც ცხელ ხაზზე დარეკეს, ახლა ჩვენ ქალაქში ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო ტრაგედია დატრიალდებოდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თბილისი ენერჯი“ - თბილისში ერთ დღეში აფეთქებას სამი კორპუსი გადაურჩა>>

გაზმომარაგების კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ და დარწმუნდნენ გაზგაყვანილობის გამართულობაში.

47
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2033)
თურქეთის პოლიცია

თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

55
(განახლებულია 14:35 20.01.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული პირი ასაკოვანი მამაკაცია, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. თურქეთში საქართველოს მოქალაქე 100-ზე მეტი ერთეული უძრავი ქონების უკანონოდ მითვისების ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსმა პირმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქემ, მუღლის პროვინციაში მცხოვრები 84 წლის მამაკაცის საკუთრებაში არსებული ქონება მიითვისა. დაზარალებულ მოხუცს მეხსიერების პრობლემები აქვს.

პოლიციამ დაკავებულთა ნაწილი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლა, ხოლო სამი პირის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის საქმე სასამართლოს გადაეცა.

55
ჯო ბაიდენი

ინაუგურაციისთანავე: რა ბრძანებულებებს მოაწერს ხელს ბაიდენი პრეზიდენტობის პირველ დღეს

0
(განახლებულია 16:19 20.01.2021)
ჯო ბაიდენი თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი მთელი რიგი ბრძანებულებების გაუქმებას გეგმავს

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის პირველ დღეს რამდენიმე ბრძანებულებაზე აპირებს ხელის მოწერას, რომელთა შორისაა, მექსიკასთან გამყოფი კედლის მშენებლობის შეწყვეტა და აშშ–ის დაბრუნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ასევე პარიზის კლიმატის შეთანხმებაში, იუწყება CNN-ი. 

„არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს ზომებს არა მარტო იმისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიყენებული სეროზული ზარალი აანაზღაუროს, არამედ იმისთვისაც, რომ ქვეყანას წინსვლის საშუალება მისცეს“, — ნათქვამია ბაიდენის გუნდის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ბრძანებულებებს ხელს 20 იანვარს მოაწერს კაპიტოლიუმში ფიცის დადებისთანავე.

ცნობილი ხდება ისიც, რომ პრეზიდენტი შეწყვეტილად გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც მექსიკასთან კედლის აგების საბაბად გამოიყენებოდა. ამასთან ხელისუფლება აპირებს, ყურადღებით შეისწავლოს მშენებლობასთან დაკავშირებული ფინანსირების მეთოდები და კონტრაქტები.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ–ის გასვლას, ჯო ბაიდენი ასევე გააუქმებს ტრამპის ბრძანებულებას ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯანმოს „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს COVID-19–ზე საერთაშორისო პასუხის კოორდინაციაში და ასევე მომავალი პანდემიებისა და ეპიდემიებისთვის მაღალი მზაობისთვის“.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის გაუქმებასაც აპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია, ეს მილსადენ Keystone XL–ის მშენებლობაა. პროექტი 1,9 ათასი კმ სიგრძისა და დღეში 800 ათასი ბარელი სიმძლავრის ნავთობსადენის მშნებელობას ითვალისწინებს უმსხვილესი კანადური ნავთობმომპოვებელი პროვინცია ალბერტადან მექსიკის ყურის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებამდე. ამ ნავთობსადენის მშენებლობას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უჭერდა მხარს.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა