აქცია პარლამენტის შესასვლელთან

თბილისში გიორგი რურუასა და კარტოგრაფების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

1271
(განახლებულია 20:49 05.01.2021)
საკანონმდებლო ორგანოში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მცირე საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელთან დაახლოებით ოცი ადამიანი შეიკრიბა – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივიტები, რომლებიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენით განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ამნისტია შეეხოს „მთავარი არხის“ თანამფლობელს გიორგი რურუას, რომელიც გლდანის მერვე საპატიმროში იხდის სასჯელს იარაღის უკანონო შენახვა-შეძენისა და ტარებისთვის; ასევე კარტოგრაფებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის შესაძლო უკანონო გადაცემის საქმეზე დააკავეს. მათ, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937–1938 წლების რუკის არსებობა, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია პოლიტპატიმრებს ეძღვნება და სანამ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიებია, დემოკრატიას მომავალი არ გააჩნია.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი: შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და სტუდენტებსაც შეეხება>>

პარლამენტმა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ პირველი მოსმენით 31 დეკემბერს მიიღო. პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

1271
ბათუმის საქალაქო სასამართლო

აქტივისტ ირაკლი ფანგანს გირაო შეეფარდა

18
(განახლებულია 13:40 26.01.2021)
საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტი ირაკლი ფანგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მომავალშიც ანალოგიურად მოიქცევა.

 

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, იუწყება  „აჭარის ტელევიზია". 

ირაკლი ფანგანი პოლიციამ 24 იანვარს  ორგანიზაციის ოფისში დააკავა. აქტივისტმა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ 23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა. 

საქართველოს პროკურატურამ  აქტივისტს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ  გუშინ, 25 იანვარს გათავისუფლდა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ დასახელებული თანხის რაოდენობა შემცირდა და 2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. გარდა ამისა, ფანგანი კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს გამომძიებელთან.

„თქვენი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების შეზღუდვა. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, რომ დაცული იყოთ ბრალის დამძიმებისგან თქვენივე ქმედებით, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა დაზარალებული ირაკლი ჩავლეიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 თებერვალს დაიგეგმა.

 

18
ეჭვმიტანილი ხელბორკილებში

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს

42
(განახლებულია 10:42 26.01.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ცოლ-ქმარი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფონიჭალის დასახლებაში პოლიციის ეკიპაჟმა 40 და 41 წლის ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით შეაჩერა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

42
თემები:
კრიმინალი საქართველოში
გიორგი გახარია

გახარია: კარგად გვესმის, რას ნიშნავს მოსწავლეებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა

0
(განახლებულია 14:50 26.01.2021)
პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ ისაუბრა.
გახარია: კარგად გვესმის, რას ნიშნავს მოსწავლეებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა
„როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო. კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის სწრაფად აღდგენა ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.

0